ნიკარაგუა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== ნიკარაგუის რევოლუცია ===
===სანდინისტების შემდგომი პერიოდი===
1990 წელს გაიმართა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სანდინისტები დაამარცხა ანტისანდინისტურმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (მასში შედიოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპოზიციონერები) ვიოლეტა ჩამოროს მეთაურობით. ამ დამარცხებამ სანდინისტები შოკში ჩააგდო, რადგან წინასაარჩევნო მონაცემებითა და შეკრებებით, რომლებზეც ასი ათასობით ადამიანი მიდიოდა, მოასწავებდა მმართველი პარტიის უეჭველ გამარჯვებას. გაერთიანებული ოპოზოციის მოულოდნელმა გამარჯვებამ დადებითი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ კონტრისტები იმუქრებოდნენ ომის გაგარძელებით, თუ კი სანდინისტები შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. სამოქალაქო ომი კი აჩანაგებდა ეკონომიკას და მოქანცა ნიკარაგუის მოსახლეობა.
 
ეგზითპოლების შედეგებმა ნიკარაგუელებს შეატყობინა, რომ [[ვიოლეტა ჩამორო]]მ [[დანიელ ორტეგა]] ხმათა 55%-ით დაამარცხა. ჩამორო გახდა ნიკარაგუის პირველი პრეზიდენტი ქალი და პირველი სახელმწიფოს მეთაური ქალი, ამერიკის მთელს კონტინენტზე. არჩევნების შედეგებმა ორტეგა დაარწმუნა, რომ დამარცხდა და იძულებული გახდა მისი მოწინააღმდეგის გამარჯვება ეღიარებინა. თუმცა ისიც გაახმოვანა, რომ მას შეეძლო ქვემოდან ემართა სახელმწიფო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი გამოიყენებდა საკუთარ მომხრეებს, რომლებიც თითქმის ყველა სამთავრობო ინსტანციაში ეგულებოდა.
 
ვიოლეტა ჩამორომ ჩაიბარა ეკონომიკადანგრეული ქვეყანა. სამოქლაქო ომის დროს ნიკარაგუის შემოსავალი 80%-ით იყო შემცირებული. საგარეო ვალი კი $12 მილიარდს აჭარბებდა. შეერთებული შტატებისა და კონტრისტების გასაკვირად პრეზიდენტმა არ დაშალა სანდინისტების სახალხო არმია, მას სახელი გადაარქვა- ნიკარაგუის არმია. ჩამორომ მთავარი პოლიტიკური ნაბიჯით, რომელმაც ნიკარაგუას მშვიდობა მოუტანა, განაიარარა ნიაკრაგუის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში სამხედრო შენაერთები.
 
მომდევნო 1996 წლის არჩევნებში სანდინისტები და დანიელ ორტეგა კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ამჯერად [[არნოლდო ალემანი|არნალდო ალემანთან]] პაექრობისას. მთავრობის სათავეში კონსტიტუციონალისტ- კიბერალების პარტია მოვა.
 
== პოლიტიკა ==
1 295

რედაქტირება