ნიკარაგუის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
ანასტასიო სომოსა გარსია შეცვალა თავისმა ძემ [[ლუის სომოსა დებაილე]]მ. [[1956]] წლის 29 სექტემბერს გაპრეზიდენტებული სომოსა ნიკარაგუის დიქტატორი იყო, მის უმცროსი ძმა [[ანასტასიო სომოსა დებაილე]] კი ნიკარაგუის ეროვნული არმიის მეთაური და მნიშვნელობით მეორე პირი ქვეყანაში. შეერთებულ შტატებში განათლებამიღებულ სომოსას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა ა.შ.შ-სთან ვიდრე მამამისს და ამბობდნენ ინგლისურად უკეთ საუბრობს ვიდრე მშობლიურ ესპანურადო.
 
სომოსას რევოლუციონერი ოპოზიციონერები [[კუბის რევოლუცია]]მ წაახალისა და ახალი ძალა მისცა. იმედისა და შთაგონებსი გარდა აჯანყებულებისთვის რევოლუციამ მოიტანა იარაღი და საბრძოლო საშუალებები. აჯანყებულები [[კოსტა-რიკა]]ში დაიწყებენ მოქმედებას და ჩამოაყალიბებენ [[სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ პარტიაფრონტი|სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს]], რომელსაც როგორც სანდინისტებს ისე გაიცნობენ. მათ სახელი დაირქვეს ლეგენდარული [[ნიკარაგუელები|ნიკარაგუელის]] [[აუგუსტო სესარ სანდინო]]ს პატივსაცემად. დაიწყება ნიკარაგუის გუერილას ბრძოლა სომოსას რეჟიმის წინააღმდეგ. ა.შ.შ-სგან მიღებული დახმარებით სომოსები ჩაახშობენ გუერილას მოძრაობას.
 
მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ შედეგად ის მიიღო, რომ აჯანყებით შეფიქრიანებულმა პრეზიდენტმა ლუის სომოსა დებაილემ 1963 წლის თებერვალში დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებში მან გაიმარჟვა, რადგან გააყალბეს და სადამკვირვებლო კომისიაში, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, არ შესულან მოწინააღმდეგე კონსერვატული პარტიის წევრები. სომოსამ კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლის ძალითაც ნიკარაგუის პრეზდენტობა მისი ოჯახის წევერებს არ გადაეცემოდათ. ამ ცვლილებებს სკეპტიკურად აღიქვამდნენ ნიკარაგუელი ოპოზიციონერები. ლუსი სომოსას გარდაცვალების შემდეგ 1967 წელს ისევ სომოსას ოჯახი აკონტროლებდა ქვეყანას და 1967 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სომსას ოჯახის წევრმა, ამჯერად ანასტასიო სომოსა დებაილემ გაიმარჯვა.
 
==სანდინისტების აჯანყება==