ივანე აივაზოვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Aivazovsky portrait by Tyranov.jpg|thumb|200px|ივანე აივაზოვსკის პორტრეტი, შესრულებული [[ალექსი ტურანოვი]]ს მიერ.]]
'''ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი''' ([[რუს.]] Иван Константинович Айвазовский, [[სომხური ენა]]{{lang-hy| Հովհանէս Այվազովսկի}}, დ. 17 ივლისი/[[29 ივლისი]], [[1817]], [[ფეოდოსია]] — გ. 19 აპრილი/ [[5 მაისი]], [[1900]], იქვე), რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით [[სომხები|სომეხი]]. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.
 
1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, [[რუსული მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)|რუსული მუზეუმი]]), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, [[ტრეტიაკოვის გალერეა]]). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.