ტრამვაი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ აბზაცები |
მNo edit summary |
||
ხაზი 2:
'''ტრამვაი''' ([[ინგლ.]] tram - ვაგონი, და way - გზა, სახელი წარმოიშვა დიდი ბრიტანეთის შახტებში ქვანახშირის გადამტანი ვაგონეტიდან) — ქუჩის რელსიანი საზოგადოებრივი [[ტრანსპორტი]]ს სახე, როგორც წესი ელექტრო გაწევით, გამოიყენება მეტწილად ქალაქებში ფიქსირებულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად.
==ისტორია==
პირველი მექანიკური ტრამვაი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. 1879 წელს ვ. ფონ სიმენსმა გამოიგონა ელექტრო ტრამვაი. 1881 წელს პირველი ელექტრო ტრამვაი გაიხსნა ბერლინსა და ლიხტერფელდს შორის. 1885 წელს სიმენსისგან დამოუკიდებლად ამერიკელი გამომგონებლის, ლ. დაფტის შრომის შედეგად ელექტრო ტრამვაი შეიქმნა ა.შ.შ-ში. ელექტრო ტრამვაი მომგებიანი აღმოჩნდა და დაიწყო მისი სწრაფი გავრცელება მთელ მსოფლიოში. მას ასევე ხელს უწყობდა დენმიმღების პრაქტიკული სისტემების შექმნა (სპრეიგის შტანგიანი და სიმენსის ბიგელიანი დენმიმღებები).
პირველ მსოფლიო ომამდე ტრამვაი სწრაფად ვითარდებოდა. ელექტრო ტრამვაისთან ერთად ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პნევმატური, ბენზომოტორიანი და დიზელის ტრამვაი. ტრამვაი ასევე გამოიყენებოდა საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ხაზებზე. საქალაქო რკინიგზებს ხშირად იყენებდნენ სატვირთო გადაზიდვებისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ტრამვაის განვითარება გაგრძელდა, თუმცა ტემპები შენელდა. ტრამვაის ავტომობილებისა და ავტობუსის სახით ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა. ავტომობილები უფრო და უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდებოდა,_მათი წარმოება კი მასიური, ხოლო ავტობუსები დიზელის ძრავის გამოყენებით,_უფრო სწრაფი, კომფორტული და ეკონომიური. ტრამვაის ერთის მხრივ აფერხებდა ქუჩებში მომეტებული მოძრაობა, ხოლო მეორეს მხრივ თავად ქმნიდა პრობლემებს. ტრამვაის კომპანიების შემოსავალმა იკლო. ამის პასუხად 1929 წელს ა.შ.შ-ში ტრამვაის კომპანიების პრეზიდენტების მიერ ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამედროვე, უნიფიცირებული ვაგონების სერიულ წარმოებაზე, რომელსაც ეწოდა პი სი სი (PCC).ამ ვაგონებმა, რომლებმაც დღის სინათლე 1934 წელს იხილეს, დანერგეს ახალი მიმართულება ტრამვაის ტექნიკურ აღჭურვილობასა და მოხერხებულ სალონში, რითაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ახდენდნენ უზარმაზარ გავლენას მსოფლიოში ტრამვაის განვითარებაზე.
ამერიკული ტრამვაის ასეთი პროგრესის მიუხედავად მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ტრამვაის შეექმნა ჩამორჩენილი, მოუხერხებელი და ქალაქისთვის შეუფერებელი ტრანსპორტის რეპუტაცია. დაიწყო ტრამვაის ხაზების შეკვეცა. 1937 წლის მარტში პარიზში ტრამვაის სისტემა მთლიანად დაიხურა. შეკვეცა და ლიკვიდაცია განიცადა ტრამვაის ქსელმა მსოფლიოს მრავალ მსხვილ ქალაქში. ტრამვაის ხშირად ცვლიდნენ
XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ მასობრივი ავტომობილიზაცია ქმნის პრობლემებს (გამონაბოლქვი, საცობები, ხმაური, ადგილის უკმარისობა), რომელთა ექსტენსიური მეთოდებით გადაწყვეტა დიდ რესურსს მოითხოვს და ნაკლებშედეგიანია. თან და თან ხდებოდა სატრანსპორტო პოლიტიკის გადახედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. იმ დროისთვის უკვე არსებობდა ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების ახალი ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობით ტრამვაი კონკურენტუნარიანი ხდებოდა. დაიწყო ტრამვაის აღორძინება. ტრამვაის ახალი სისტემები გაიხსნა კანადაში (ტორონტო _1972, ედმონტონი_1978, კალგარი_1981).
|