ეპიკურეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
ეპიკურეს კლასიფიკაციის მიხედვით ფილოსოფია სამ დარგად იყოფა: კანონიერად (ლოგიკა და შემეცნებიოს თეორია), ფიზიკად და ეთიკად. ამათგან უპირველესი მნიშვნელობისაა ეთიკა, ხოლო კანონიკა და ფიზიკა მას ემსახურებიან. ფილოსოფიის მიზანი ადამიანის ბედნიერების გზის გარკვევაა. ვიდრე ადანიანი ღმერთების რწმენითაა შეზღუდული, იგი არ შეიძლება თავისუფალ და ბედნიერი იყოს. თავისუფლება ბედნიერების პირობაა, ეს კი მიიღწევ ა შემეცნებით, რადგან მხოლოდ შემეცნებით თავისუფლდება ადამიანი სიკვდილის შიშისა და ღმერთის რწმენისაგან.
 
ეპიკურე თითქმის მთლიანად იზიარებს დემოკრიტეს ატომისტიკის საწყის პრინციპებს. არსებობენ ატომები და სიცარიელე. ატომები მოძრაობენ სიცარიელეში, დემოკრიტეს მიერ გამოკვლეული ატომების თვისებები ეპიკურემ არსებითად იიღო და ატომთა განმასხვავებელ თვისებებს თავის მხრივ დაუმატა სიმძიმის თვისება. ე. ი. ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით წყობით, მდგომარეობით, სიდიდით და სიმძიმით.
 
ეპიკურემ გაითვალისწინა არისტოტელეს შენიშვნა დემოკრიტეს მიმართ სიცარიელის თვისების შესახებ და ატომები წარმოადგინა, როგორც ისცარიელეში მოძრავი ერთი სიჩქარითა და ერთი მომართულებით . ვერტიკალური ხაზით მოძრავი ატომები სიცარიელეშუ ერთმანეთს შეხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სწორი ხაზიდან გადახრა ეპიკირეს სამყაროს წარმოშობის ახსნა არ შეუძლია. თუ ატომის გადახრის მომენტი არ დაუშვა, რადგან სამყარო ატომთა კანონზომიერი შეერთების წესია. მეორე მხრივ, რადგან ეპიკურეს "ფიზიკა" ემსაზიკა ემსახურება და გამომდინარეობს ეთიკიდან (პირველი ფილოსოფიიდან), ამიტომ თავისუფლების დაშვება ინდივიდის ოქმედების სახით, მოითხოვს ატომშივე დაიძებნოს ამისი საფუძველი, ე. ი. ატომს უნდა ახასიათებდეს თავისუფალ მოქმედების უნარი, აუცილებლობით მოქმედების პირობებშითავისთავადობის გამოვლენის, შემთხვევითი გადახრის თვისება.
 
== ლიტერატურა ==
*''ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში – რ. გორდეზიანი, გ. თევზაძე, მ. ნემსაძე, მ. ჭელიძე, თბილისი, 1993 წ.''
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეპიკურეიზმი“-დან