მარწყვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sk:Jahoda (rod)
ბოტის დამატება: sk:Jahoda (rod); cosmetic changes
ხაზი 12:
| ლათ = Fragaria
}}
'''მარწყვი''' (Fragaria), მცენარეთა გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. [[საქართველო]]ში ველურად იზრდება 3 სახეობა. [[ტყის მარწყვი]] (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. [[მწვანე მარწყვი]] (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; [[მუშკის მარწყვი]] (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.
 
მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ [[ბაღის მარწყვი]] (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს ღებულობენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს ([[მურაბა]], [[პასტილა]], [[წვენი]]). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი ''მავნებლებია'' ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. ''დაავადებები'' — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.
 
== ლიტერატურა ==
*ქსე, ტ. 6, გვ. 475, თბ., 1983
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარწყვი“-დან