ცაიშის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
უძველესი ცნობები ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ დაცულია [[გიორგი კვიპროსელი]]ს მიერ [[602]]–[[610]] წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში და [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] დამდეგს ბასილი სოფენელის მიერ შედგენილ იგივე სახის თხზულებაში, ორივეგან მოიხსენიება [[ლაზიკა]]ს ეპარქიაში შემავალი საისის [[ეპისკოპოსი]]. აქ მოხსებიებული საისი უეჭველად ცაიშია, რადგან ეს [[ბერძნები]] მათი ენისათვის უცხო ''ც'' და ''შ'' ბგერებს ჩვეულებრის გრაფებით ([[სიგმა]]თი) გადმოსცემდნენ.
ქართულ წყაროებში ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ ცნობა პირველად X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ჩნდება. ცაიშის დიდი საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის" გვერდით მოხსენიებულია ეფრემ ცაიშელი, რომელიც ცხადია ცაიშის <ref name=" ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178"|ფგაფგ|>ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178</ref>ეპისკოპოსია, რადგან ცაიშელი სწორედ ცაიშის ეპისკოპოსს ნიშნავს.
[[ფაილი:Dadiani family church.JPG|300px|thumb|]]
 
[[1805]] წელს ცაიშის ეპარქიაში შედის სამურზაყანო – ტერიტორია მდ. ენგუ­რიდან ღალიძგამდე. 1823 წ. 15 ნოემბერს გარდაიცვალა ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი. გრიგოლ ცაიშელის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა ცაიშის საეპისკოპო­სო კათედრა. ის იყო როგორც საოლქო ეკლესია. 1829წ გააერთიანეს ჭყონ­დიდის, ცაგერისა და ცაიშის ეპარქიები ერთ, სამეგრელოს ეპარქიად (საე­პისკოპოსო კათედრა მარტვილში).