ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
[[1917]] წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე, აღადგინეს აფახაზეთის ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ცხუმელ-ბედიელი ეწოდა. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება.
 
[[1919]] წლის 28 ოქტომბრიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი. [[1921]] წლის 15 ოქტომბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმული იქნა იოანე მარგიშვილი.
 
[[1926]] წ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ქრისტეფორე ციცქიშვილი. [[1927]] წ. ოქტომბერში ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეფრემ სიდამონიძე, რომელიც მალევე შესცვალა მელქისედექ ფხალაძემ.
 
[[1928]] წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე;