ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიქვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] თავის ქალის ნაწილი, წმიდა [[იოანე ოქროპირი]]ს სარკოფაგი და სხვ.
 
დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს იმერეთის სამეფოს სამღვდელმთავროები 4-მდე შემცირდა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. XIX ს. 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც [[1885]] წლამდე განაგებდნენ [[ქართველი]] მღვდელმთავრები. [[1885]] წლიდან [[სოხუმის ეპარქია|სოხუმის ეპარქიის]] სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის[[რუსეთი]]ს უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, - 1914 წელს აფხაზეთის ეპარქიის დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. [[თბილისი|თბილისში]] მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ [[პეტიცია]] წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე.
 
== ეპარქიის მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ==