შენობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''შენობა''' - [[ნაშენი]]ს ისეთი სახე, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია [[სათავსი]]ს (სათავსების) არსებობა, მაგალითად: [[საცხოვრებელი სახლი]], რომლის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისთვის - ცხოვრებისთვის, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა. საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 ''მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ'' შენობას ამგვარად განმარტავს: „შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;“<ref>თავი I. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, პუნქტი 78., საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 2009 წლის 24 მარტი ქ. თბილისი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.</ref>
თავისი დანიშნულებით შენობები განსხვავდება: ფუნქციის, ფორმის, კონსტრუქციის, [[არქიტექტურული სტილი|სტილის]], ტიპის და ა. შ. მიხედვით. არსებობს შემდეგი ფუნქციის შენობები: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საკულტო, სამრეწველო, ადმინისტრაციული და სხვა, ან შერეული. ფორმის მიხედვით შენობას შეიძლება სხვადასხვა [[გეომეტრია|გეომეტრიული]] მოყვანილობის ფორმა: სწორკუთხა, მრუდე, წრიული, ამორფული და ა. შ., როგორც [[გეგმა]]ში, ისე მოცულობაში ზოგადად.
შენობების [[ისტორია]] იწყება [[პირველყოფილი საზოგადოება|პრეისტორიულ ხანაში]], როდესაც [[ადამიანი]] გამოვიდა [[გამოქვაბული]]დან და შექმნა პირველი მარტივი თავშესაფარი - [[ფარდული]], [[ხე|ხისგან]] და [[ტყავი|ტყავებისგან]]. ამას მოყვა უფრო რთული - ხისა და [[ალიზი]]ს სახლები.
|