თბილისის არქიტექტურის სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|~~~|~~~~~}} '''თბილისის არქიტექტურის სამსახური''' - ქ. [[თბილ...
(განსხვავება არ არის)

18:16, 16 ივნისი 2009-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} თბილისის არქიტექტურის სამსახური - ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე, ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ 2008 წელს[1]. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[2] როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. არქიტექტურის სამსახურს ამჟამინდელი ხელმძღვანელია - მიხეილ ავალიანი.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე: არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა; დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა; ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება; მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა, იმ ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა; 2007 წლის პირველ იანვრამდე უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მისი ნაწილების ლეგალიზება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[2]

სტრუქტურა

არქიტექტურის სამსახური შედგება 4 დეპარტამენტისგან:

  • ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი.
  • სანებართვო დეპარტამენტი;
  • ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი

  • ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
  • ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.

სანებართვო დეპარტამენტი

  • უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
  • სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
  • ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

  • ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
  • უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კონსულტაციის ტიპები:

  • ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
  • ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
  • სადაო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
  • ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.

სქოლიო

  1. დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  2. 2.0 2.1 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 2009-06-16.

რესურსები ინტერნეტში