[[სურათი:200px-Jacquard Joseph Marie Jacquardwoven silk.jpg|thumb|right|ჟაკარი, ჟოზეფ მარი ჟაკარი]]
'''ჟოზეფ მარი ჟაკარი''' (*დ. [[7 ივლისი]], [[1752]], [[ლიონი]] ―†— გ. [[7 აგვისტო]], [[1834]], [[ულენი]], [[რონა]]), [[ფრანგები|ფრანგი]] ფეიქარი და გამომგონებელი. დაახლოებით [[1800]] წელს შექმნა მსხვილსახიანი ქსოვილების გამოსამუშავებელი სამარჯვი, რითაც სრულყო ხელის საქსოვი დაზგა. [[1801]] წელს [[პარიზი|პარიზში]] სამრეწველო გამოფენებზე ყურადღება მიაქციეს მის მოდელს და ჟაკარი მიიწვიეს პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის [[მუზეუმი|მუზეუმში]] სამუშაოდ.[[1808]] წელს ჟაკარმა შექმნა სახიანი ქსოვილისათვის განკუთვნილი ახალი მოდელი, რომელიც ფართოდ გავრცელდა საფეიქრო წარმოებაში ([[ჟაკარდის მანქანა]]).