ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
== ხატის სასწაულები ==
[[ფაილი:Tixvin-uspenskijsobor.jpg|300px|thumb|ტიხვინის მონასტერი]]
ერთ–ერთი [[ბერი]] აბრაამი, [[სერგიევის მონასტერი|სერგიევის მონასტრიდან]], მძიმედ დაავადდა. [[ფაილი:Tixvin-uspenskijsobor.jpg|300px|thumb|ტიხვინის მონასტერი]]მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვილს, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა.
ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი [[ტაძარი|ტაძარში]], მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა. ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, [[ხატი]] მოუწოდებდა მასაც თავისთან. მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით [[უდაბნო]]ში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და [[ლოცვა]]ში.
მან ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ასლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა. [[კაზანი]]ს მეფის შვილი კი მკვდრეთით აღადგინა ამ ხატმა. მადლიერმა მეფე სიმონმა მოხუც მარტირს [[უდაბნო]]ში აუშენა სავანე და[[ ტიხვინის ხატის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი]]. ეს მონასტერი ცნობილია ზელენეცკის სახელწოდებით.