ირმის ქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Deer stone
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Deer stones.jpg|thumb|300px|right|ირმის ქვები]]
'''ირმის ქვები''' - ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე [[მონღოლეთი]]ს ტერიტორიაზე. ითვლება, რომ [[ირემი|ირმის]] ქვები შეიქმნენ [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანაში]]. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია.
ქვები თარიღდება გვიანი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანით]]. გვხდება [[მონღოლეთი|მონღოლეთში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]], ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგ ადგილებში ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის [[ქვები|ქვებში]]: მრგვალს (ცილინდრულს), [[მართკუთხედი|მართკუთხას]] და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებურებების მიხედვით, გამოყოფს ორ ტიპს: რეალისტური გამოსახულებებს და [[ირემი|ირმის]] სურათებს [[იხვი|იხვისათვის]] დამახასიათებელი [[ნისკარტი|ნისკარტებით]].
გარდა ირმებისა, გვხვდება ასევე ცხენების, სხვადასხვაგვარი შეიარაღების, ორნამენტების და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებები. ირმები გამოსახულია ადრეული რკინის ხანისათვის დამახასიათებელი მეთოდით. მათ აქვთ დიდი, დატოტვილი, უკან გადაწეული რქები. მონღოლეთში, უშკიინ-უვერში, აღმოჩენილია ირმის ქვა რომელზეც გამოსახულია ადამიანის სახე.
 
 
== ლიტერატურა ==
*ნ. დიკოვი ”Бронзовый век Забайкалья”— ულან-უდე, 1958;
*ვ. ვოლკოვი ”Оленные камни Монголии”— [[ულან-ბატორი]], 1981;
{{Commonscat|Megaliths in Mongolia}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირმის_ქვა“-დან