მორფემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: fa:تک‌واژ
ბოტის დამატება: el:Μόρφημα; cosmetic changes
ხაზი 1:
'''მორფემა''' - მნიშვნელობის მქონე უმცირესი ენობრივი ერთეული. იგი პირველად განსაზღვრა ამერიკელმა ენათმეცნიერმა [[ლეონარდ ბლუმფილდი|ლეონარდ ბლუმფილდმა]] [[1933]] წელს. მორფემათა დაყოფა იძლევა [[ფონემა|ფონემებს]], რომლებიც მნიშვნელობის არმქონე, მინიმალური ბგერითი ელემენტებია.
 
== გრამატიული და ლექსიკური მორფემები ==
მორფემათა ორი ძირთადი კატეგორია არსებობს: ლექსიკური მორფემები (ანუ [[ლექსემა]]) და გრამატიკული მორფემები. ზოგიერთ ნაშრომში ეს ორი კატეგორია გაერთიანებულია [[მონემა|მონების]] სახელწოდების ქვეშ და ტერმინი ''მორფემა'' მხოლოდ გრამატიკული მორფემების აღსანიშნავად იხმარება. <ref name="Martinet">André Martinet, ''Syntaxe générale'', Armand Colin, 1985.</ref>
 
== ფუძე და აფიქსი ==
მორფემები იყოფა ფუძისეულ (ფუძე) და აფიქსალურ (აფიქსი) მორფემებად.
 
ხაზი 11:
'''აფიქსი '''არის სიტყვის დამხმარე ნაწილი, რომელიც უერთდება ფუძეს და გამოიყენება სიტყვათსაწარმოებლად და გრამატიკული მნიშვნელობის გამოსახატავად. აფიქსს არ შეუძლია დამიუკიდებლად სიტყვის წარმოება.
 
== დაკავშირებული და თავისუფალი მორფემები ==
 
'''დაკავშირებულ მორფემას''' უწოდებენ ისე მორფემას, რომელიც არასოდეს წარმოდგება როგორც [[ლემა]] და ცალკე არ არსებობს. იგი ყოველთვს დაკავშირებულია ფუძისეულ მორფემასთან. ასეთებია, მაგ. ზმნის უღლებაში პირისა და რიცხვის გამომხატველი დაბოლოებები და სხვა სუფიქსები.
ხაზი 17:
'''თავისუფალია მორფემა''', რომელიც ცალკე სიტყვას წარმოადგენს. მაგ. "მე", "შენ", არტიკლები და ა.შ.
 
== დერივაციული და ფლექსიური მორფემები ==
 
დაკავშირებულ მორფემებში განასხვავებენ დერვაციულ და ფლექსიურ მორფემებს.
 
'''დერივაციული მორფემები''' ანუ [[აფიქსი|აფიქსები]] გამოიყენება ახალი სიტყვების საწარმოებლად და [[სემანტიკა|სემანტიკური]] ღირებულება გააჩნიათ.
 
დერივაციული მორფემების ორი ტიპი არსებობს იმისდა მხედვით თუ რა ადგილი უჭირავს იმ ლექსიკური ფუძის მიმართ, რომელსაც უკავშირდება და თუ რა გავლენას ახდენს მის კატეგორიაზე.
ხაზი 38:
დერივაციული მორფემებისგან განსხვავებით ფლექსიური მორფემა არასოდეს ცვლის ფუძის კატეგორიას და იგი [[გრამატიკა|გრამატიკული]] მნიშვნელობის მატარებელია.
 
== დამოუკიდებელი და დამოკიდებული მორფემები ==
 
'''დამოუკიდებელი''' ანუ ავტონომიურია მორფემა, თუკი იგი ცალკე გამონათქვამს წარმოადგენს (მაგ. შეკითხვაზე პასუხს) და არ არის დამოკიდებული სხვა ელემენტებზე.
ხაზი 44:
'''დამოკიდებულია მორფემა''', თუკი იგი დაკავსირებულია ფრაზის სხვა სიტყვებთან. ეს უკანასკნელნი შესაძლოა ფრაზაში წარმოდგენილი იყოს ან მხოლოდ იგულისხმებოდეს.
 
== მორფი და ალომორფი ==
 
მორფემის ფიზიკურ, უშუალო გამოხატულებას წარმოადგენს [[მორფი]], ანუ მორფემის ფონეტიკური ფორმა. ზოგჯერ ერთი მორფემა რამდენიმე სახის მორფს შეიცავს. ამასთან, მორფებს, რომლებიც ერთსა და იმავე მორფემას წარმოადგენენ, შესაძლოა განსხვავებული ფონეტიკური ფორმა ჰქონდეთ.
 
ერთი მორფემის მორფებს, რომლებიც ერთმანეთის კონტექსტურ ვარიანტებს წარმოადგენენ, [[ალომორფი|ალომორფები]] ეწოდებათ.
 
არსებობს თავისუფალი და კონტექსტური ალომორფები.
 
'''თავისუფალია ვარიანტები''', რომელთა გამოყენება კონტექსტის მიუხედავად ერთნაირად შეგვიძლია. მაგ. ფრანგულ ენაში: tu t'assois / tu t'assieds ; il s'assoit / il s'assied ; je paye / je paie და ა.შ. (ამ შემთხვევაში მოცემული რო-ორი ფორმიდან სურვილის მიხედვით ნებისმიერის გამოყენება შეიძლება)
 
'''კონტექსტური ვარიანტების''' გამოყენება კონტექსტზეა დამოკიდებული. მაგ. ფრანგულ ენაში ზმნა ''aller''-ს (''წასვლა'') შემთხვევაში ამგვარი ალომორფებია: all-, i-, v-, aill-, რაც იცვლება დროის, რიცხვის და კილოს მიხედვით და ვიღებთ: nous allons / nous irons / il va / qu'il aille.
 
== სქოლიო ==
<references />
 
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
Line 72 ⟶ 71:
[[da:Morfem]]
[[de:Morphem]]
[[el:Μόρφημα]]
[[en:Morpheme]]
[[eo:Morfemo]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორფემა“-დან