აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
თარგი
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
 
[[სურათი:Abkhazia princedom coa.jpg|thumb|აფხაზეთის სამთავროს გერბი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] თანახმად]]
'''აფხაზეთის სამთავრო''', ფეოდალური სამთავრო XVII—XIX საუკუნეების [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]]. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV საუკუნის II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის ([[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]]) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.
Line 8 ⟶ 10:
 
=== ტერიტორიული დანაწილება ===
XVII—XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას  — კოდორსა და ღალიძგას შუა ([[აბჟუა]]), ყვაპუს  — დალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში [[სამურზაყანო]] ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოში]] შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად  — აჰ). მისი რეზიდენცია იყო [[ლიხნი|სოფ. ლიხნში]]. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისტას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), [[აბჟუა]] (მდინარე კოდორსა და დალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდელი გალის რაიონი) და წაბალდალი (წებელდის მხარე).
 
გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში  — თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.
 
=== კლასობრივი დანაწილება ===
Line 18 ⟶ 20:
 
== ეკონომიკა ==
აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეკავა სოფლის მეურნეობას. მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას (უმთავრესად ზღვისპირა ზოლში), მევენახეობა-მეღვინეობას, მესაქონლეობას (უპირატესად მთიან რაიონებში), მეფუტკრეობას, ნადირობას. XVII საუკუნემდე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა [[ღომი]] იყო. [[სიმინდი]] მასობრივად გავრცელდა XVIII საუკუნეში. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა [[ლობიო|ლობიოს]]. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პრიმიტიული და მარტივი იყო (ხის კავი  — წნული ფარცხი, ხისა და კრინის თოხი). აფხაზეთიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ [[თაფლი]] და [[ცვილი]].
 
XVI—XVIII საუკუნეებში აფხაზეთის სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება და ქალაქები X—XII საუკუეებთან შედარებით დაკნინდა. ამის უმთავრესი მიზეზები იყო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] თითქმის სამასწლიანი ბატონობის და შინაფეოდალური ომები. შედარებით აღორძინდა აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკა XVIII საუკუნის მიწურულს. აფხაზეთის სამთავროში მისი არსებობის მთელ მანძილზე გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა.