ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
ერთ–ერთი ბერი აბრაამი, სერგიევის მონასტრიდან, მძიმედ დაავადდა. მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვისლ, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა.
ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი ტაძარში, მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა. ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, ხატი მოუწოდებდა მასაც თვისთან. მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით უდაბნოში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში.
მან ისეთ სიწმინდეს მიოაღწია, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ასლით მრავალ სასწაულს აღასრულებდა. კაზანის მეფის შვილი კი მკვდრეთით აღადგინა ამ ხატმა. მადლიერმა მეფე სიმონმა მოხუც მარტირს უდაბნოში აუშენა სავანე და ტიხვინის ხატის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს მონასტერი ცნობილია ზელენეცკის სახელწოდებით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==