მახრჩობელასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მართლწ.; სტილი
ხაზი 17:
'''მახრჩობელასებრნი''', ''ცრუფეხანი'' (Boidae), [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთა]] ოჯახი [[გველები]]ს რიგისა. მუცლის ფარები მთელ მუცელს არ უფარავს. ზოგ მახრჩობელასებრნს კბილები ყბათაშორის ძვალზეც აქვს. უკანა კიდურებისაგან შემორჩათ ბრჭყალისებრი გამონაზარდები, მცირე ზომის ბარძაყისა და მენჯის ძვლები. აქვთ 1 ან 2 ფილტვი, მეტად მძლავრი სხეულის მუსკულატურა. მახრჩობელასებრთა ოჯახი შეიცავს როგორც დიდ გველებს — სიგრძით 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი), ისე პატარა ფორმებს (0,5 მ-მდე). ოჯახში 23 გვარის 80 სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა [[კონტინენტი]]ს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ბინადრობენ ამაზონის ჭაობიანი ტყეებიდან შუა აზიის უდაბნოებამდე. იკვებებიან სხვადასხვა [[ხერხემლიანები]]თ. მსხვერპლს იჭერენ კბილებით, ეხვევიან სხეულის რგოლებით და ახრჩობენ (აქედანაა სახელწოდება). ცნობილია განსაკუთრებით მსხვილ ეგზემპლართა თავდასხმის შემთხვევები ადამიანზე. ბევრი მახრჩობელასებრნის ტყავი გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, ხორცი საკვებად.
 
თავდაპირველად მახრჩობელათა ოჯახს ყოფდნენ 3 დიდ ქვეოჯახად ყოფდნენ: [[პითონები]], [[მახრჩობელები]] და [[ბოლიერინი]]. ამჟამად პითონებსა და ბოლიერინს ცალკე ოჯახებად განიხილავენ, მახრჩობელათა ოჯახში კი აერთიანებენ 2 ქვეოჯახს - [[მახრჩობელები]] (ანუ [[ამერიკა|ამერიკული]] მახრჩობელები, ნამდვილი ბოა, ნამდვილი მახრჩობელები) და ქვეოჯახი - [[Erycinae]] (მთხრელი ფორმები. 3 გვარი 15 სახეობით, მათგან ერთი მათგანი -, Eryx jaculus ანუ [[დასავლური მახრჩობელა]], აღმოსავლეთ [[საქართველო]]შაშია გავრცელებული).