პალმები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 5:
| სურათის აღწერა =
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება =[[ფარულთესლოვნები]]
| კლასი =[[ერთლებნიანები]]
| რიგი =
| ოჯახი ='''პალმები'''
| გვარი =
| სახეობა =
| ლათ =Palmae
| ვიკისახეობები =Palmae
| commons = Category:Palmae
}}
'''პალმები''' (Arecaceae ანუ Palmae), [[ერთლებნიანები|ერთლებნიანი]] ხისებრი მარადმწვანე მცენარეების ოჯახი. ჩვეულებრივ დაუტოტავი, სვეტისებური ღერო აქვთ, რომლის სიმაღლე 60 მ, დიამატრი 1 მ აღწევს. იშვიათად გვხვდება დატოტვილი (დუმ-პალმა) და კასრისებრ გამსხვილებულღეროვანიანი სახეობები. პალმების ღერო უმთავრესად გლუვია ან დაფარულია ფოთლების ყუნწების ნარჩენებით, რომელზეც ზოგჯერ ეკლებიცაა განვითარებული. ზოგიერთი პალმები წვრილი, ძალზე გრძელღეროიანი (300 მ-მდე) ლიანებია. პალმების ფრთისებრი ფოთლების სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს 15 მ-ს, ხოლო ყველაზე დიდი მარაოსებრი ფოთლების დიამეტრი - 5 მ-ს; ფოთლები ღეროს კენწეროში მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილობენ 5-12, ზოგჯერ 30-35 წლის ასაკში. ყვავილედი ტაროსებრი ან თავთავისებრი, ზოგჯერ მტევნისებრი ან საგველასებრია. ვითარდება ფოთლის იღლიებში, ზოგჯერ კენწეროზე. უკანასკნელ შემთხვევაში მცენარე [[მონოკარპული მცენარეები|მონოკარპულია]] და ყვევილობის შემდეგ მთლიანად იღუპება ან ზოგჯერ ღეროს ძირთან ივითარებს მრავალრიცხოვან ამონაყარს. ნაყოფი უხსნელია, წვნიანი ან მშრალი, მეტწილად [[კურკიანა]] ან [[კენკრა]].
 
ოჯახში 240-მდე გვარი და 3400-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. სამხრეთ ევროპაში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა -[[ ქონდარა პალმა]] (Chamaerops humilis). პალმების ბუნებრივი არეალის ჩრდილოეთი საზღვარი ჩრდილოეტ განედის 38°, სამხრეთის — სამხრეთ განედის 42° აღწევს. გვხვდება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში: ტენიან ტროპიკებსა და სუბტროპიკულ ტყეებში. სავანებში, უდაბნოს ოაზისებში და სხვაგა. პალმები კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ღია გრუნტში, ორანჟერეებსა და ოთახებში. ყოფილ სსრკ-ში ამრავლებდნენ 20 სახეობაზე მეტს ყირიმის სამხრეთ სანაპიროსა და კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად დასავლეთ [[საქართველო]]ში; მცირედ — ზოგან აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია]]შიც. ჩვენს ბაღ-პარკებში ყველაზე ხშირია [[Butia capitata]], [[Chamaerops humilis]], [[Erythea armata]], [[Phoenix canariensis]], [[Phoenix dactylifera]], [[Sabal palmetto]], [[Trachycarpus fortunei]]. ამრავლებენ ძირითადად თესლით. სამშობლოში პალმებს ძალზე დიდი გამოყენება აქვს. ზოგიერთ ტროპიკულ რაიონში მათგან ამზადებენ საკვებ პროდუქტებს. [[ზეთის პალმა|ზეთისა]] და [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმისაგან]] ღებულობენ საკვებ და ტექნიკურ ზეთს, ბევრი პალმები შაქრის, ღვინის, სპირტის, მცენარეული ცვილის წყაროა. პალმების ღერო ძვირფასი სამშენებლო მასალაა, ფოთლებს იყენებენ ქაღალდის მისაღებად, შენობების გადასახურავად, კალათების დასაწნავად და სხვა.
 
==ლიტერატურა==
*''რატიანი ნ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 653-654, თბ., 1984
 
[[კატეგორია:პალმები|*]]
 
[[bg:Палмови]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალმები“-დან