სინოპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: war:Sinop (Turkey)
No edit summary
ხაზი 57:
 
 
'''სინოპი''' (Sinop) - [[ქალაქი]] ჩრდილოეთ [[თურქეთი|თურქეთში]], სინოპის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი. 47,000 მცხოვრები. ქალაქს გააჩნია [[ნავსადგური]] [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] [[სინოპის ყურე|სინოპის ყურის]] ნაპირზე; განვითარებულიგანვითარებულია კვებისა და ხე-ტყის სახერხი მრეველობა, სელის ქსოვილების ხელოვნური წარმოება, თევზჭერა.
 
==ისტორია==
ძველი ქალაქის, სინოპეს (ბერძნ. Σινώπη) მიდამოები ადრინდელი ხანიდანვე იყო დასახლებული. ამ ხელსაყრელ ნავსადგურს [[ბერძნები]] ჯერ კიდევ [[მიკენეს ხანა]]ში გაეცნენ, მაგრამ აქ მხოლოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში დასახლდნენ. მილეტელმა მოახალშენეებმა დააარსეს [[კოლონია]], რომელიც მალე [[შავიზღვისპირეთი]]ს უმნიშვნელოვანეს ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრად იქცა. სინოპი ძვეიბერძნული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრიც იყო. სინოპი [[დიოგენე]]ს სამშობლოა და ერთ-ერთი იმ შვიდ ქალაქთაგანი, რომელიც [[ჰომეროსი]]ს სამშობლოობას ჩემობდა. სინოპში ძვ. წ. VI საუკუნიდან იწყება საკუთარი მონეტის მოჭრა, აქედან გაჰქონდათ ხე-ტყე, ხალიბური [[რკინა]], წითელი საღებავი, ე. წ. სინოპური მიწა, [[ზეითუნის ზეთი]], [[ღვინო]] და სხვა. სინოპის ძალაუფლება სწვდებოდა ვრცელ ტერიტორიას, სადაც ისტორიული ქართველური ტომები - [[მოსინიკები]], [[ხალიბები]] და [[კოლხები]] სახლობდნენ. სწორედ მათ მიწაზე შეიქმნა სინოპის კოლონიები - [[კოტიორა]], [[კერასუნტი]] და [[ტრაპეზუნტი]]. [[საქართველო]]ში აღმოჩენილია სინოპის მონეტები, ამფორები, [[კრამიტი]] და სხვა.
 
VI-IV საუკუნეებში ქალაქი ნომინალურად ემორჩილებოდა [[აქემენიდები|აქემენიდებს]]. ძვ. წ. [[183]] წლიდან [[პონტოს სამეფო]]ში შედიოდა.[[ავგუსტუსი]]ს დროიდან რომის პროვინცია ბითინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა. შემდეგ ბიზანტია დაეპატრონა. [[1214]]-[[1307]] წლებში სინოპი [[კონიის სასულთნოშისასულთნო]]ში შედიოდა. XIV საუკუნის ბოლოს [[თურქები|თურქ-ოსმალებმა]] დაიკავეს. სინოპის სისტემური არქეოლოგიური გათხრები [[1951]] წლიდან წარმოებს.
 
{{ესკიზი-თურქეთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინოპი“-დან