ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
ხეთური ან ნესილური არის გადაშენებული ენაენაა, რომელზედაც ოდესღაც ლაპარაკობდნენ [[ხეთები]], ხალხი, რომელთაც შექმნეს იმპერია, რომლის ცენტრი იყო უძველესი ქალაქი [[ხათუსა]] (თანამედროვე ბოღაზქალე) ჩრდილო-ცენტრალურ [[ანატოლია]]ში (თანამედროვე [[თურქეთი]]ს ტერიტორიაზე). ეს ენა გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1800 წლიდან (1800 BC) 1100 BC წლამდე. არსებობს გარკვეული საბუთები იმის სასარგებლოდ, რომ ხეთურ და მისი მონათესავე ენებზე ლაპარაკობდნენ ანატოლიასა და ჩრდილოეთ [[სირია]]ში კიდევ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ხეთების იმპერია დაინგრა და დაიწერა ბოლო ხეთური ლურსმული ტექსტი, კიდევ 400 წლის განმავლობაში, დაახლოებით 700 ჩვენს ერამდე.
 
ხეთური ენა არის ყველაზე ადრინდელი დასაბუთებული ინდო-ევროპული ენა, რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ფორმულირებული იქნა პროტო-ინდო-ევროპული ჰიპოთეზა. სტრუქტურასა და ფონოლოგიაში გამოკვეთილი განსხვავებების გამო ზოგიერთი თანამედროვე ლინგვისტი, განსაკუთრებით, ედგარ ჰ. სტურტევანტი და უორენ კაუგილი, გვარწმუნებს, რომ იგი დაკლასიფიცირდეს, როგორც ინდო-ევროპული ენების და-ძმური ენა და არა როგორც მათი შთამომავალი ენა, რითაც, ფაქტიურად, ყალიბდება ინდო-ხეთური ჰიპოთეზა. მრავალი მეცნიერი, მიუხედავად ამისა, აგრძელებს პროტო-ინდო-ევროპული ენის პირველადობის ტრადიციული მე-19 საუკუნის შეხედულებების ლობირებას და მიაჩნიათ, რომ ხეთურის უჩვეულო თვისებები ძირითადად მისი გვიანდელი ინოვაციების შედეგია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთური_ენა“-დან