ნიადაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:Torpaq
ბოტის დამატება: eu:Lurzoru; cosmetic changes
ხაზი 1:
{{ვიკი}}
'''ნიადაგი''', [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა, ფხვიერი ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების ბიოსფეროს, ჰავის, რელიეფის და ხნოვანების ერთობლივი მოქმედების შედეგად. წარმოდგენა, როგორც დამოუკიდებელ ბუნებრივ სხეულზე, რომელიც განსხვავდება ნიადაგთწარმომქმნელი დედაქანისაგან, შეიქმნა გასული საუკუნის 80-იან წლებში ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლის ვ. დოკუჩაევის მიერ. მანამდე ნიადაგი განიხილებოდა როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი. ნიადაგის არსებით თვისებად მისი ნაზოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
 
ნიადაგთწარმოქმნის ძირითადი ფაქტორებია დედაქანი, ბიოქფერო, ჰავა, რელიეფი, ხმოვანება და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება.
 
''დედაქანი'' სუბსტრატია, რომელიც ნიადაგთქარმოქმნის პროცესების ზემოქმედებით გარდაიქმნება ნიადაგად. დედაქანზე დიდადაა დამოკიდებული ნიადაგის გრანულომეტრული და ქიმიური შემადგენლობა, აგრეთვე მისი წზლის, ჰაერისა და სითბური რეჟიმი. ერთი და იგივე ქანი სხვადასხვა გეოგრაფიული ზონაში შეიძლება განსხვავებულ ნიადაგთწარმოქმნის პროცესს განიცდიდეს, ხოლო ასევე სხვადასხვა ქანი ერთსა და იმავე ზონაში ერთსა და იმავე ნიადაგთწარმოქმნას ექვემდებარებოდეს.
 
''ბიოსფერო'' მოიცავს ცოცხალ (მცენარეულ და ცხოველურ) ორგანიზმებს. მცენარეულობა მონაწილეობს ნიადაგთწარმოქმნის პროცესში, ამდიდრებს მას ორგანული ნივთიერებებით მიწისქვეშა და მიწისზედა ნარჩენების სახით. ნიადაგის მინერალიზაცია და ჰუმიფიკაციის ხარისხი დამოკიდებულია ორგანული ნარჩენის რაოდენობასა და შედგენილობაზე. ნუიადაგის ფაუნა ცხოველმოქმედებით აქტიურად მონაწილეობს ნიადაგთწარმოქმნისა და ნიადაგში მიმდინარე პროცესებში;
ხაზი 10:
''ჰავა'' დიდ გავლენას ახდენს ქანების [[გამოფიტვა]]სა და ნიადაგის წზლის და სითბურ თვისებებზე, განსაზღვრავს მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამზაროს ხასიათს;
 
''რეილიეფი'' განსაზღვრავს ტენისა და სითბოს განაწილებას ნიადაგის ზედაპირზე, ერიოზულ და სხვა დინამიკურ პროცესებს. დიდია მისი როლი ნიადაგთწარმოქმნისა და ნიადაგის ნაზოფიერების საქმეში;
 
''ტერიტორიის ხნოვანება'' არსებით გავლენას ახდენს ნიადაგის აგებულებასა და შედგენილობაზე.
ხაზი 16:
''ადამიანის სამეურნეო ზემოქმედებას'' უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგთწარმოქმნასა და ნიადაგის ნაყოფიერების ჩამოყალიბებაში. იგი დაკავშირებულია ნიადაგების მელიორაციაზე, სასუქების გამოყენებაზე და სხვა.
 
== ნიადაგის შედგენილობა-თვისებები ==
ნიადაგი შედგება მკვრივი, თხიერი, აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან. სხვადასხვა ნიადაგში და ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ჰორიზონტში ამ ნაწილების რაოდენობა და თანაფარდობა განსხვავებულია.
 
''მკვრივ ნაწილში'' ჭარბობს მინერალური ნივთიერებანი, რომელიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის შედეგად. ქანების გამოფიტვა ხდება კლიმატური პირობების ზემოქმედებით. იგი სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. ქიმიური გამოფიტვა ყველა ძლიერ ახასიათებს ტენიან სუბტროპიკულ და ტროპიკული სარტყლის ნიადაგს. აქ წარმოიქმნება რკინისა და ალუმინის ჰიდრატების ჭარბი რაოდენობა. მაღალმთიან ადგილებსა და უდაბნოებში ჭარბობს ქანების მექანიკური გამოფიტვა. ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების ზომასა და თანაფარდობაზე წარმოდგენას გვაძლევს მექანიკური (გრანულომეტრიული) შედგენილობა. ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მეტად იყენებენ გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით ნიადაგის კლასიფიკაციას, რომელიც ნ. კაჩინსკის ეკუთვნის. მას უახლოვდება საქართველოს ნიადაგების მექანიკური ფრაქციების საფუძველზე შედგენილი კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციის თანახმად განარჩევენ მძიმე და საშუალო თიხიან, მძიმე, საშუალო და მსუბუქ თიხნარ, ქვიშიან და ქვიშნარი შედგენილობის ნიადაგებს. ლამისა (0,001 მმ) და კოლოიდური ნაწილაკების ფრაქცია ჭარბობს თიხიან ნიადაგში (ამ ნაწილაკების ჯამი ხშირად 40-50% აღწევს). ნიადაგის აღნიშნულ ნაწილზე დიდადაა დამოკიდებული მისი ნაყოფიერება. ნიადაგის მკვრივი ნაწილი განსაზღვრავს ნიადაგის შთანთქმისუნარიანობას. ყველაზე დიდი შთანთქმისუნარიანობა ახასიათებს კოლოიდებით მდიდარ შავმიწებს და წითელმიწებს. შავმიწების მაღალ შთანთქმისუნარიანობას განსაზღვრავს ორგანული კოლოიდების (ჰუმუსის) დიდი შემცველობა. ნიადაგის შთანმთქავი კომპლექსი დიდ როლს ასრულებს ნიადაგის ევოლუციასა და გენეზისში. ნიადაგის არაერთი თვისება, რომელიც განსაზღვრავს ნიადაგის ნაყოფიერებას, დამოკიდებულია მის კოლოიდურ ნაწილზე და შთანთქმისუნარიანობაზე.
 
ნიადაგის მკვრივ ნაწილში შედის აგრეთვე ორგანული ნივთიერება, რომელიც ძირითადად ჰუმუსოვანი ნივთიერებისაგან შედგება. ორგანულ ნაწილში შედის აგრეთვე მცენარეული, ცხოველური და მიკრობული წარმოშობის შენაერთები, რომლებიც შეიცავენ ლიგნინს, უჯრედის, ცილებს, შაქრებს, ცხიმებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და მათი დაშლის გარდამავალ პროდუქტებს. ორგანულ ნივთიერებათა დაშლისას აზოტი მცენარისათვის შესათვისებელ ფორმად იქცევა.
 
[[ნიადაგის ხსნარი]] ანუ თხევადი ნაწილი ნიადაგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნიადაგთწარმოქმნის პროცესის შესაბამისად იცვლება ნიადაგის ხსნარის შედგენილობა. მაგ., ეწერი ნიადაგების ხსნარში ორგანული ნივთიერებების მეტი რაოდენობაა, ვიდრე მინერალური ნივთიერებებისა, შავმიწების ხსნარში კი ეს ნივთიერებები თითქმის თანაბრი რაოდენობითაა. ნიადაგის ხსნარის შესწავლა ხდება ქიმიური ანალიზით.
 
ნიადაგის ჰაერი წარმოადგენს აუცილებელ პირობას მცენარის ზრდა-განვითარების, ბაქტერიების ცხოველმყოფელობისა და ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისათვის. რაც უფრო მეტია ნიადაგში მსხვილი ფორები, მით უფრო მეტია მასში ჰაერი და უკეთესია მისი მოძრაობების პირობები. ჰაერისა და წყლის საუკეთესო შეფარდება ნიადაგში ქმნის ნიადაგის სტრუქტურა. ნიადაგის ჰაერის წყაროა ატმოსფერო, ნიადაგის ჰაერი, ატმოსფეროს ჰაერისაგან განსხვავებით მეტ ნახშირორჟანგს და ნაკლებ ჟანგბადს.
 
ნიადაგის ცოცხალი ნაწილი შედგება მაკრო- (თხუნელები, ჭიანჭველები, ჭიაყელები და სხვა) და მიკროორგანიზმებისაგან, რომელთა შორის განირჩევა ძირითადად [[ბაქტერიები]], [[სოკოები]] და [[წყალმცენარეები]]. ნიადაგის მიკროორგანიზმების რაოდენობა იცვლება წელიწადის დროთა მიხედვით. მიკროორგანიზმების გამრავლება ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს 30-35°C ტემპერატურისა და 50-60% ტენიანობის პირობებში. მიკროორგანიზმების რაოდენობა მეტია ნიადაგის ზედა ფენაში. განსაკუთრებით ჭარბია მათი რაოდენობა მცენარეთა ფესვების გავრცელების არეში — რიზოსფეროში.
 
ნიადაგთწარმოქმნის პროცესთა ზემოქმედებით ნიადაგის პროფილს ახასიათებს გენეზისურ ჰორიზონტებად დიფერენცირება ([[ნიადაგის ჰორიზონტი]]). ზედა ფენისათვის ნიშანდობლივია ორგანული ნივთიერების დაგროვება და საკვები ელემენტების მეტი შემცველობა. ნიადაგური პროცესები ძირითადად შემდეგია: აკუმულაციური, ილუვიური, გაეწრებისა და ფერალიზატიზაციის.
 
== ნიადაგის ძირითადი ტიპები და მათი გავრცელება ==
ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორთა შესაბამისად დედამიწის ზედაპირზე ნიადაგებს დიდი მრავალფეროვნება და კანონზომიერი გავრცელება ახასიათებთ. ვ. დოკუჩაევმა გამოყო 10 ნიადაგის ტიპი. საქართველოში (1978) 100-ზე მეტ ტიპს გამოტოფენ. ნიადაგის ტიპი თავის მხრივ იყოფა ქვეტიპებად, სახეებად, სახესხვაობებად და ვარიანტებად. [[ნიადაგების კლასიფიკაცია|ნიადაგების კლასიფიკაციის]] მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ნიადაგის დიაგნოსტიკური მაჩვენებლების დადგენა.
 
დედამიწის ზედაპირზე ნიადაგების გავრცელება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალობის კანონზომიერიბას ემორჩილება ([[ნიადაგის ზონალობა]]). საქართველოს დასავლეთ, აღმოსავლეტ და სამხრეთ ნაწილში ნიადაგის ვერტიკალური ზონალობა განსხვავებულადაა წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოში პირველ ზონას ქმნის სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები, ფართოდაა გავრცელებული ჭობისა და ალუვიური ნიადაგები. სიმაღლით მას ცვლის ჯერ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, ხოლო მთა-ტყეთა ნიადაგების ზონაში — ტყის ყომრალი ნიადაგები ინტრაზონალური კორდიან-კარბონატული ნიადაგებით, სუბალპურ და ალპურ სარტყელში — მთა-მდელოთა კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები. აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგურ ოლქში შემდეგი ნიადაგური ტიპებია (ქვევიდან ზევით): რუხი, მურა, წაბლა, შავმიწა, რუხი-ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, ტყის ყავისფერი, ტყის ყომრალი და მთა-მდელოს კორდიანი. აქვე ველის ზონაში არის დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები. სამხრეთ საქართველოში ზონალობა იწყება რუხ-ყავისფერი ნიადაგებით, რომლებიც სიმაღლის მიხედვით იცვლება ტყის ყავისფერი, ტყის ყომრალი, მთის შავმიწა და მთა-მდელოთა ნიადაგებით. ნიადაგური საფრის რთული და მრავალფეროვანი სურათი განაპირობებს დარგობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და კულტურათა ფართო ასორტიმენტს. დიდი ყურადღება ეთმობა ნიადაგების დაცვისა და გაუმჯობესების ღონისძიებების გეგმაზომიერ გატარებას, რაც ასახულია მიწის კანონმდებლობის საფუძვლებში და სადირექტივო ორგანოების სხვა დოკუმენტებში.
 
== ლიტერატურა ==
* ''საბაშვილი მ.,'' ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
* ''Ковда В. А.,'' Основы учения о почвах, кн. 1-2, М., 1973;
* ''საბაშვილი მ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 401-402, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ეკოლოგია]]
ხაზი 64:
[[es:Suelo]]
[[et:Muld]]
[[eu:Lurzoru]]
[[fa:خاک]]
[[fi:Maalaji]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიადაგი“-დან