არგონავტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
[[სურათი:Krater Niobid Painter A Louvre G341.jpg|thumb|right|200px|არგონავტების შეკრება]]
იოლკოსის მეფე [[კრეთევსი|კრეთევსმა]] ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: [[ესონი]], [[ამითაონი]] და [[ფერესი]]. ტიროს მანამდეც ჰყავდა [[პოსეიდონი]]საგან ორი შვილი: [[ნელევსი]] და [[პელიასი]]. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო [[ალკიმედე]] და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს [[იასონი]] ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.
[[სურათი:DossoArgo DossiNavis 001Hevelius.jpg|thumb|left|200px|არგონავტები[[არგო]]]]
იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ [[ჰერა]]ს ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.
[[სურათი:NAMA Pélée, Achille & Chiron.jpg|thumb|right|200px|არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული [[პელევსი]] თავის ვაჟს, [[აქილევსი|აქილევსს]] აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ [[ქირონი|ქირონს]] უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგონავტები“-დან