სულთმოფენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თუ არ ვცდები, საერთ. ბმულები სწორად მივუთითე, ვინმემ გადაამოწმოს, კარგი იქნებოდა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Icon-Pentecost.jpg|thumb|სულთმოფენობის [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] [[ხატი]]. ქვედა ნაწილზე გამოსახულია [[ალეგორია|ალეგორიული]] ფიგურა, სახელად [[კოსმოსი (ფილოსოფია)|კოსმოსი]], რაც სიმბოლურად გამოხატავს [[სამყარო]]ს.]]
[[ამაღლება (დღესასწაული)|ამაღლების]] შემდეგ [[ქრისტეს მოციქულები|მოწაფეები]] [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებულ ნუგეშისმცემელის - [[სულიწმინდა]]ს მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებმაც აქამდე [[ებრაელები|ებრაელებთან]] შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. [[პეტრე მოციქული]]ს პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|ათორმეტთაგანია]], [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეს, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ; ამ დღეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] ასევე პირველად ამბობენ [[სულიწმინდა|სულიწმინდის]] მოწვევის ლოცვას; „ მეუფეო ზეცათაო“....
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სულთმოფენობა“-დან