ორბეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ორბეთი}} '''ორბეთის ციხე''', შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ…
 
+კატ.
ხაზი 1:
{{მმ*|ორბეთი}}
'''ორბეთის ციხე''', შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] (ახლანდელი [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]), [[ალგეთის ხეობა|ალგეთის ხეობის]] მაღალ და მიუვალ კლდეზე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნის 30-იან წლებში. ორბეთის ციხე ბატონობდა ალგეთის ხეობის შუა წელზე, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთსა]] და [[სამშვილდე (ციხე-ქალაქი)|სამშვილდეს]] [[თბილისი|თბილისთან]] აკავშირებდა. ორბეთის ციხის მფლობელი ბატონობდა „ორბეთის ძირის სოფლებზე“, რაც ვარაუდით მოიცავს ალგეთის ხეობის შუა წელს [[ბირთვისი]]სა და ფარცხისის ციხეებიანად, ამიტომ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ალგეთის ხეობის ერთ ნაწილს „ორბეთის ქვეყანა“ უნდა რქმეოდა, ციხისა და მხარის მფლობელს კი — [[ორბელები|ორბელი]]. [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტი ბაგრატიონს]] (XVIII ს.) ორბეთის ციხე შეცდომით სამშილდესთან ჰქონდა გაიგივებული. ორბეთის ციხის ნაგებობებიდან ყველაზე კარგადაა შემორჩენილი წმ. გიორგის ეკლესია (X ს.).
 
==ლიტერატურა==
* ''თოდრია თ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორბეთის_ციხე“-დან