პერმული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
+ბმულები
ხაზი 1:
'''პერმული სისტემა (პერიოდი)''', [[პალეოზოური ჯგუფი]]ს უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს [[კარბონული სისტემა|კარბონულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[მეზოზოური ჯგუფი]]ს (ერის) [[ტრიასული სისტემა| ტრიასულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო [[როდერიკ მერჩისონი|როდერიკ მერჩისონმა]] [[1841]] წელს [[რუსეთის ვაკეზევაკე]]ზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.
 
პერმულ პერიოდში გამოვლინდა [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის [[მცენარეები|მცენარეთა]] და[[ ცხოველები|ცხოველთა]] როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.
 
პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვანახშირის[[ქვანახშირი]]ს, ნავთობის[[ნავთობი]]ს, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები.[[ საქართველო]]ში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის [[სვანეთი|სვანეთში]] (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).
==პერმული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა==
{| class=wikitable border="1" cellspacing="0" cellpadding="3"