კონფორმისტი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pt:Il Conformista
No edit summary
ხაზი 1:
'''„კონფორმისტი“''' (იტალ. Il conformista) — იტალიელი რეჟისორი [[ბერნარდო ბერტოლუჩი]]ს კინოფილმი, გადაღებული [[1970]] წელს [[ალბერტო მორავია]]ს ამავე სახელწოდების რომანის (1951) მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ [[ჟან-ლუი ტრენტინიანი]], [[სტეფანია სანდრელი]] და სხვები. ფილმი იყო იტალიური, ფრანგული და გერმანული კინოკომპანიების ერთობლივი ნამუშევარი. ფილმი [[ფაშიზმი|ფაშისტური]] მენტალიტეტის ერთგვარი ანალიზია. მთავარი გმირი მარჩელო კლერიცი მთელს ცხოვრებას სხვების გულის მოგებას ახმასახმარს და იტალიის ფაშისტურ პარტიაში შედის, რათა ბრბოს შეერწყას და მისი ნაწილი გახდეს. ბერტოლუჩი თავის ფილმში იყენებს 1930-იანი წლების დეკორს, რომელიც ფაშისტურ მენტალიტეტთან და ერასთან არის ასოცირებული: საშუალო კლასის საცხოვრებელ ბინებსა და მმართველი ელიტის უზარმაზარ დარბაზებს.
 
ფილმმა კინოკრიტიკოსთა ხოტბა დაიმსახურა. 1971 წელს მას საუკეთესო იტალიური ფილმის წოდება მიენიჭა. თხრობის გართულებული სტრუქტურითა და ნოვატორული კინემატოგრაფიით "კონფორმისტმა" მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაზე, გაუხსნა რა გზა ფსიქოლოგიური დრამების ახალ თაობას, როგორიც იყო "[[ნათლიმამა]]" (1972) და "[[აპოკალიფსი დღეს]]" (1979).