ტომას კრანმერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
როდესაც მერი I ავიდა ტახტზე კრანმერი ორგულობისა და ღალატისთვის დასაჯეს. ორ წელზე მეტი ხანი გაატარა პატიმრობაში და ამ დროს საეკლესიო ავტორიტეტების გავლენითა და ზეწოლით მან უარყო კათოლიკური რწმენა. თუმცა მისი სიკვდილით დასჯის დღეს უარყო ყოველივე რაც პატიმრობის დროს განაცხადა და საბოლოოდ მოკვდა როგორც პროტესტანტი წამებული. მან ინგლისს და ინგლისის ეკლესიას უანდერძა მლცველთა წიგნი, 39 სტატია და რწმენის ანგლიკანური უწყება, რომელსაც მისი ნამუშევრები ქადაგებენ.
 
== ადრეული წლები (1489–1527) ==
 
კრანმერი დაიბადა 1489 წელს ასლოკტონში, ნოტინგემშეა, ინგლისი. მისი მშობლები ტომასი და აგნესა მოკრძალებული მდიდარი ხალხი იყო, რომლებიც არისტროკრატთა წრიდან არ იყვნენ. მამული და ქონება მთლიანად მათ უფროს ვაჟს ჯონს დარჩა, იმის გათვალისწინებით, ტომასი და მისი უმცროსი ძმა ედმუნდი სასულიერო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. კრანმერის ადრეულ სასწავლო პერიოდზე ცნობები არ მოიპოვება და იგი ამჟამად კვლავ უცნობი რჩება. მან სავარაუდოდო დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. როდესაც იგი 14 წლისა შეიქნა, ორი წლის შემდეგ მამის გარდაცვალებისა, იგი ახლად შექმნისლ იესოს კოლეჯში გააგზავნეს, რომელიც ქემბრიჯში მდებარეობდა. აქ მან დაჰყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი 8 წელი, მან ამ დროში მოასწრო აეღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, შეესწავლა ლოგიკის საფუძვლები, კლასიკური ლიტერატურა და ფილოსოფია. სწავლის დროს იგი აგროვებდა შუასაუკუნეების სამეცნიერო წიგნებს, რომელთაც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. ოსტატის ხარისხის მისაღებად მან განსხვავებული სწავლების კურსი გაირა, კერძოდ შეისწავლა ისეთუ ჰუმანისტები როგორებიც არიან ჯაქის ლეფევრე დეტაპლესი და ერასმუსი. მან ეს კურსი შეუფერხებლად 3 წელიწადში გაიარა. მალევე ხელოვნების ოსტატის ხარისხის აღების შემდეგ, იგი იესოს კოლეჯის საძმოში გააწევრიანეს.
 
ამის შემდეგ მან ცოლად ქალი შეირთო სახელად ჯოანა. რადგანაც იგი აქამდე მღვდელი არ იყო, იძულებული გახდა საძმო დაეტოვებინა. რათა უზრუნველყო თავისი ოჯახი მან ლექციების კითხვა დაიწყო სხვა კოლეჯში.
 
{{Commons|Thomas Cranmer|ტომას კრანმერი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომას_კრანმერი“-დან