გაბრიელ სუნდუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანი''' (დ. 29 ივნისი/11 ივლისი, 1825, [[თ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანი''' (დ. 29 ივნისი/[[11 ივლისი]], [[1825]], [[თბილისი]] - გ. 16 მარტი/[[29 მარტი]], [[1912]], იქვე), [[სომხები|სომეხი]] მწერალი, დრამატურგი. კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სომხურ ლიტერატურაში.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1838-1846 წლებში თბილისის სხვადასხვა პანსიონსა და გიმნაზიაში სწავლობდა. დაამთავრა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1850). სამსახური დაიწყო თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, შემდეგ მუშაობდა კავკასიის გზათა სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსად და სამოქალაქო გენერლის ჩინს მიაღწია. სუნდუკიანი მხარში ამოუდგა თბილისის ამქრებს სოციალური უფლებებისათვის ბრძოლაში (1865), მონაწილეობდა ქალაქის საბჭოს მუშაობაშიც. ლიტერატურული საქმიანობა 60-იან წლებში დაიწყო. მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომხურ თეატრთან, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც თვითონ იყო. სუნდუკიანის პირველი კომედია „საღამოს ცხვირი ხეირია“ დაიდგა 1863 წელს (გამოიცა 1866, ქართული თარგმანი 1911), „ხათაბალა“ — 1866 (გამოიცა 1881), „ოსკან პეტროვიჩი საიქიოში“ — 1866 (გამოიცა 1899, ქართული თარგმანი 1901, კრებული „ცხოვრების სარკე“), „კიდევ ერთი მსხვერპლი“ — 1870 (გამოიცა 1894), „პეპო“ — 1871, ქართულ სცენაზე — 1875 (გამოიცა 1876, ქართული თარგმანი 1876, გაზეთი „დროება“ № 2, ცალკე წიგნად 1880). სუნდუკიანი წერდა ძირითადად სომხური ენის თბილისურ დიალექტზე, რომელიც მრავლადშეიცავს ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, ფართოდ იყენებდა თბილისურ [[ფოლკლორი|ფოლკლორს]]. ყოველივე ამან განაპირობა მისი ენის თავისებურება. სუნდუკიანის პიესები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. ქართულად თვითონ ავტორი თარგმნიდა.
მისი სახელი მინიჭებული აქვს [[ერევნის დრამატული თეატრი| ერევნის დრამატულ თეატრს]].
 
==ლიტერატურა==
*''ბუხნიკაშვილი გ.,'' გაბრიელ სუნდუკიანი და ქართული თეატრი, თბ., 1976;
*''Абов Г.,'' Габриэл Сундукян, Ер., 1956;
*''ხარატიანი ა.,'' [[ქსე]], ტ. 9, გვ. 605, თბ., 1985
 
{{DEFAULTSORT:სუნდუკიანი, გაბრიელ}}
[[კატეგორია:სომხები]]
[[კატეგორია:სომეხი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1825]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1912]]
 
[[en:Gabriel Sundukian]]
[[hy:Գաբրիել Սունդուկյան]]