ნოველა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bat-smg:Nuovelė
დამატება
ხაზი 1:
'''ნოველა''' ([[იტალიური ენა|''იტალ.'']] novella – ახალი ამბავი < [[ლათინური ენა|''ლათ.'']] novellus – ახალი), მცირე მოცულობის ეპიკური ჯანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის (იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.
'''ნოველა''' ([[იტალიური ენა|''იტალ.'']] novella – ახალი ამბავი < [[ლათინური ენა|''ლათ.'']] novellus – ახალი), მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, რომლის ჟანრული თავისებურებაა ორიგინალური მძაფრი ფაბულა, მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური კვანძის გახსნა. ნოველას მკაფიოდ გამოხატული კომპოზიცია ახასიათებს, რომელშიც დაცულია მოქმედების განვითარების თანმიმდევრობა, თხრობის თავდაჭერილი კილო, ხასიათდება ლექსიკური ფორმის სინატიფით. ნოველასთვის უცხოა აღწერა, მას არ აქვს (ან იშვიათად, ძალზე სუსტად აქვს გამოხატული) სილიკული საწყისები. განვითარების საწყის ეტაპზე ნოველა გაშლილ ანეკდოტურ ამბავს წააგავს, მაგრამ შემდგომ, სწორედ ფორმის დახვეწით (სტრუქტურის გამიზნილი სინატიფითა და მხატვრულობით) ყალიბდება ჟანრულ ფორმად. რენესანსის ეპოქაში უკვე გამოიკვეთა [[ევროპული ნოველისტიკა]].
 
ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში ([[ბოკაჩო]], [[საკეტი]], [[მაზუჩო]] და სხვა); შმდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
 
ნოველის ცნობილი ნიმუშები შექმნეს [[პროსპერ მერიმე]]მ, [[გი დე მოპასანი|გი დე მოპასანმა]], [[ანტონ ჩეხოვი|ანტონ ჩეხოვმა]], [[ო’ ჰენრი]]მ, [[ერნესტ ჰემინგუეი]]მ და სხვებმა. ქართულ ლიტერატურაში - [[შიო არაგვისპირელი|შიო არაგვისპირელმა]], [[ნიკოლოზ ლორთქიფანიძე]]მ, [[ლეო ქიაჩელი|ლეო ქიაჩელმა]], [[სერგო კლდიაშვილი|სერგო კლდიაშვილმა]] და სხვამ.
==ლიტერატურა==
*''ლომიძე გ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 460, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოველა“-დან