არგვეთი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''არგვეთი''', ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის წედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი [[ხარაგაულის რაიონი|ხარაგაულის]], [[საჩხერის რაიონი|საჩხერის]], [[ზესტაფონის რაიონი|ზესტაფონის]], [[თერჯოლის რაიონი|თერჯოლის]], ბაღდადის[[ბაღდათის რაიონი|ბაღდათის]] და [[ტყიბულის რაიონი|ტყიბულის რაიონებისა]], ტყიბულისა და ჭიათურის საქალაქო საკრებულოების ტერიტორიას.
 
არგვეთი [[არგვეთის საერისთავო|საერისთავო]] ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს [[ფარნავაზ I|ფარნავაზს]] დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები. [[გორგასალი|ვახტანგ გორგასალის]] დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ [[დავით და კონსტანტინე|დავითი და კონსტანტინე]]. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, [[ბაღვაშები|ბაღვაშების]] (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ ([[1103]]) [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად [[ამანელისძენი]] ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.
 
არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სახვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული [[1010]]-[[1014]] ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგვეთი_(მხარე)“-დან