იაროსლავ ბრძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sk:Jaroslav I. (Kyjevská Rus)
Add image from http://toolserver.org/~emijrp/imagesforbio/
ხაზი 1:
[[ფაილი:Yaroslaw the Wise statue.jpg|thumb|right|იაროსლავ ბრძენი]]
'''იაროსლავ ბრძენი''' (დ. [[978]] - გ. [[1054]]), კიევის დიდი მთავარი [[1019]] წლიდან, [[ვლადიმირ სვიატოსლავის ძე|ვლადიმირ სვიატოსლავის ძის]] ვაჟი. მთავრობდა ნოვგოროდში. დიდი ბრძოლის შემდეგ იაროსლავ ბრძენმა დაამარცხა თავისი ძმა სვიატოპოლკი და კიევის დიდი მთავარი გახდა. იაროსლავ ბრძენმა შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია. მის დროს კიევის რუსეთში გაჩაღდა დიდი კულტურული საქმიანობა. განვითარდა დამწერლობა, ითარგმნებოდა ბერძნული ლიტერატურა. შეიქმნა რუსული სამართლის ("რუსსკაია პრავდა") უძველესი ნაწილი - "იაროსლავის სამართალი", კიევში აიგო სოფიის ტაძარი, "ოქროს ჭიშკარი" და სხვა. 1051 წელს იაროსლავ ბრძენმა მიტროპოლიტად დანიშნა რუსი მღვდელი [[ილარიონი]] და ამით სცადა ბერძნული ეკლესიისაგან გათავისუფლება. იაროსლავ ბრძენის დროს [[კიევის რუსეთი]]ს საერთაშორისო კავშირი და ავტორიტეტი დიდად გაიზარდა.