იმპულსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
(<math>\hbar</math> - [[პლანკის მუდმივა]], <math> {\omega} </math> - [[სიხშირე]], c – [[სინათლის სიჩქარე]]). [[კვანტური მექანიკა|კვანტურ მექანიკაში]] იმპულსს ხშირად [[ტალღური ფუნქცია|ტალღური ფუნქციის]] დამოუკიდებელ ცვლადად განიხილავენ, ანუ ტალღური ფუნქციის იმპულსურ წარმოდგენას ირჩევენ. [[რელატივისტურ მექანიკა|რელატივისტურ მექანიკაში]] m მასის თავისუფალი ნაწილაკის იმპულსი სიჩქარეს უკავშირდება
: <math>\vec p = \frac{m \vec v}{\sqrt{1-v^2/c^2}}</math>
ფორმულით. ოთხგანზომილებიან [[მინკოვსკის სივრცე – დრო|მინკოვსკის სივრცე – დროში]] იმპულსის (<math>\p_x, p_y, p_z</math>) მდგენელები და <math>\frac {iE}{c}</math> სიდიდე (სადაც <math>E = \frac {mc^2}{\sqrt {1-v^2/c^2}}</math> - ნაწილაკის [[ენერგია]], <math>\i^2 = -1</math>) ქმნიან <math>p_i</math> ოთხვექტორს. იმპულსის ოთხვექტორი ოთხგანზომილებიან სიჩქარეს ასე უკავშირდება:
:<math>\ p_i = mcu_i.</math>
თუ გავითვალისწინებთ, რომ
ხაზი 16:
:<math>\frac {E^2}{c^2} = p^2 + m^2c^2.</math>
თავისუფალი ნაწილაკის შემთხვევაში
:<math>\vec {p} = \frac {E \vec {v}} {c^2}.</math>
თუ მასა ნულისაგან განსხვავებული სიდიდეა, მაშინ, როცა v = c, ენერგიის და იმპულსის გამოსახულებები აზრს კარგავენ. მაშასადამე, არანულოვანი მასის მქონე ნაწილაკის სიჩქარე ყოველთვის ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. თუ მოძრაობა ხდება არარელატივისტური სიჩქარით, იმპულსის ფორმულა გადადის კლასიკურ გამოსახულებაში. სხვა [[ათვლის ინერციული სისტემა|ათვლის ინერციულ სისტემაში]] გადასვლისას იმპულსი [[ლორენცის გარდაქმნები|ლორენცის გარდაქმნების]] მიხედვით გარდაიქმნება. [[ფარდობითობის სპეციალური თეორია|ფარდობითობის სპეციალური თეორიის]] თანახმად, ურთიერთქმედება სასრული სიჩქარით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ნაწილაკის მიერ გამოსხივებული იმპულსი სხვა ნაწილაკებს მეყსეულად არ გადაეცემა. ნაწილაკთა ჯამური იმპულსი შეიცვლება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ველის იმპულსს, მაშინ იმპულსის მუდმივობის კანონი ამ შემთხვევაშიც შესრულდება. ეს ფუნდამენტური კანონი სივრცის ერთგვაროვნების შედეგია.
 
 
[[ar:زخم الحركة]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმპულსი“-დან