თურქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
თბილისის [[ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა]] და [[თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი|აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებში]] შეისწავლიან აგრეთვე [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ]] და [[უზბეკური ენა|უზბეკურ]] ენებს.
 
== თურქოლოგიური კვლევასაქართველოშიკვლევა საქართველოში ==
 
თურქოლოგიური კვლევა მიმდინარეობს [[თსუ]]-ში, [[გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი|გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში]], [[ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში]], [[კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი|კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში]], [[შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი|შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში]]. ეს კვლევა-ძიება მოიცავს საქართველოსა და მისი მეზობელი [[თურქულენოვანი ხალხები]]ს ენობრივი, კულტურისა და ლიტერატურის ურთიერთობის, თურქეთის ისტორიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. აღსანიშნავია ის მიღწევები, რომლებიც მოპოვებულია თურქულ, აზერბაიჯანული და უზბეკური ენებისა და მათი [[დიალექტი|დიალექტების]] შესწავლაში. ჩვენში ფართოდაა გაშლილი მთარგმნელობითი მუშაობა. სპეციალისტების მიერ ქართულად თარგმნილი და გამოქვეყნებულია [[თურქები|თურქი]], [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]], [[უზბეკები|უზბეკი]] და სხვა მწერლების ნაწარმოებები. თურქული, აზერბაიჯანული, უზბეკური ხალხური ზღაპრები. დიდი ყურადღება ექცევა თურქული ძეგლების პუბლიკაციას. გამოქვეყნებულია ბევრი მნიშვნელოვანი თურქული საარქივო დოკუმენტი. [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] ითარგმნა თურქული წყაროები ([[ნაიმა]], [[ფეჩევი]], [[სელანიკი]], [[ევლია ჩელები]] და სხვა), რომლებიც საყურადღებო ცნობებს შეიცავენ [[საქართველო]]ს შესახებ. გამოქვეყნდა შრომები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქოლოგია“-დან