თურქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
ხაზი 5:
თავდაპირველად თურქოლოგია უმთავრესად ვითარდებოდა როგორც [[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] დისციპლინა. მისი მნიშვნელოვანი წყაროა: მდინარე [[ორხონი]]სა და [[ენისეი]]ს ზემო წელზე აღმოჩენილი წარწერები (უმთავრესად [[VII საუკუნე|VII]]-[[X საუკუნე|X საუკუნეებში]]), ძველი უიღურული დამწერლობის ძეგლები, შუა საუკუნეების [[არაბული ენა|არაბულ]]- და [[სპარსული ენა|ნასპარსულენოვანი]] ავტორების გეოგრაფიული და ისტორიული თხზულებანი, რომლებიც ძვირფას მასალას წარმოადგენენ [[თურქული ენები]]ს და მასზე მოლაპარაკე ტომთა ისტორიისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სწავლული თურქი [[მაჰმუდ ქაშგარი]]ს ([[XI საუკუნე|XI ს.]]) თხზულებას „დივანუ ლუღათ ათ-თურქ“ („თურქულ ენათა ლექსიკონი“), რომელიც შეიცავს [[ენათმეცნიერება|ლინგვისტური]], [[ისტორია|ისტორიული]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] და [[ფოლკლორი|ფოლკლორული]] ხასიათის უამრავ ცნობას [[თურქულენოვანი ხალხები]]ს შესახებ. თურქული დამწერლობა განვითარდა ერთი მხრივ დასავლეთში - [[სელჩუკები|სელჩუკთა]] სახელმწიფოში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], მეორე მხრივ აღმოსავლეთში - ქაშგარში, [[ხვარაზმი|ხვარაზმში]], [[სამარყანდი|სამარყანდში]], [[ბუხარა]]ში და სხვაგან. თურქული დამწერლობის დასავლურ ძეგლებს მიეკუთვნება [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XVII საუკუნე|XVII საუკუნეებში]] შექმნილი მრავალი თხზულება ძვ. ანატოლიურ-თურქულ ([[ოსმალური ენა|ოსმალურ]]) და ძვ. [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ ენებზე]]; ხოლო აღმოსავლურ ძეგლებს - [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე|XVI საუკუნეებში]] შუა აზიის თურქულ სამწერლობო [[ენა|ენებზე]] შექმნილი [[ლიტერატურა|ლიტერატურული]] ძეგლები. ერთ-ერთი მათგანის, საკუთრივ ძველი [[უზბეკური ენა|უზბეკური ენის]] ფუძემდებლად ითვლება [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] პოეტი [[ალიშერ ნავოი]].
 
პირველმა ცნობამ თურქების[[თურქები]]ს შესახებ ევროპაში ჰუნების[[ჰუნები]]ს შემოსევების დროს ([[IV საუკუნე|IV]]-[[V საუკუნე|V სს.]]) შეაღწია. თურქებისადმი ინტერესი გაიზარდა [[XI საუკუნე|XI]]-[[XIII საუკუნე|XIII საუკუნეებში]] სელჩუკებთან [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[ჯვაროსნული ომებისომები]]ს დროს. ეს ინტერესი უფრო გაფართოვდა თურქების მიერ კონსტანტინოპოლის[[კონსტანტინოპოლი]]ს დაპყრობისა ([[1453]]) და ევროპაში[[ევროპა]]ში მათი შეჭრის საფრთხის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ დროიდან მოიპოვება ბერძენი და ბიზანტიელი ისტორიკოსების ცნობები მცირე აზიის სელჩუკთა სასულთნოსა და თურქთა სახელმწიფოს[[სახელმწიფო]]ს შესახებ. [[XV´საუკუნე|XV]]-[[XVI საუკუნე|XVI საუკუნეებში]] აღწერეს ოსმალეთისა სახელმწიფო თურქტათურქთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა ევროპელებმა (გერმანელი ჰ. შილტბერგერი, ფრანგი ბუსიკო, ჩეხი ვრატისლავი და სხვებმა). გამოქვეყნდა ევროპელი მოგზაურებისა და დიპლომატების ჩანაწერები (ფრანგი ჟ. შესნო, ავსტრიელი ო. ბუსბეკი, ჩეხი ვრატისლავი, იტალიელი [[პიეტრო დელა ვალე]] და სხვები). [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნეებში]] ევროპაში თურქულის შესწავლა უმთავრესად პრაქტიკულ მიზნებს ისახავდა - გაერკვიათ ოსმალური სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების საფუძვლები (ლ. მარსილი, მ. დ‘ოსონი, მ. ბელენი და სხვები). თურქეთის ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ი. ჰამერ-პურგშტალმა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ევროპელ მეცნიერებებს (ჰ. გიბონი, ფ. გიზე, ფ. კრელიცი, პ. ვიტეკი, ფ. ბაბინგერი, რ. მანტრანი, რ. მერიმანი, ბ. ლუისუ, ა. იორგა და სხვები). [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს [[ბუდაპეშტი|ბუდაპეშტსა]] და ჰელსინგფორსში დაინტერესდნენ [[რუსეთის იმპერიოაშიიმპერია]]ში მოსახლე თურქული მოდგმის ხალხების ([[ჩუვაშები]], [[თათრები]], [[ბაშკირები]]) შესწავლით.
 
[[XIX საუკუნე|XIX]]-[[XX საუკუნე|XX საუკუნეებში]] ფართო თურქოლოგიური კვლევა-ძიება გაიშალა გერმანიაში[[გერმანია]]ში, [[ინგლისი|ინგლისში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[აშშ]]-ში, იაპონიასა[[იაპონია]]სა და სხვა ქვეყნებში (ვ. თომსენი, ჟ. დენი, ვ. ბანგი, დ. ნემეთი, კ. შირატორი, ნ. პოპე, ა. ფონ გაბენი, ჯ. კლოსონი, კ. გრინბეხი, კ. მენგესი და სხვები).
 
თურქეთის ისტორიის კვლევა საკუთრივ თურქეთში მხოლოდ [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დამდეგს დაიწყო [[სტამბოლის უნივერსიტეტი|სტამბოლის უნივერსიტეტში]]. [[1910]] წელს დაარსდა „ოსმალეთის ისტორიის საზოგადოება“, სადაც თურქეთის ისტორიულ შესწავლასთან ერთად (ა. რეფიკი, მ. ქოფრულუ) მუშაობა გაიშალა თურქოლოგიის ფართო პრობლემებზე ([[ისტორია]], [[ლიტერატურა]], [[კულტურა]]). თურქული ენის პირველი გრამატიკა დაწერა თურქმა ავტორმა ბერგამალი კადრიმ XVI საუკუნეში. [[თურქული ენა|თურქული ენის]] სწავლება თურქულ სკოლებში მხოლოდ [[1839]] წელს შეიღეს. თანამედროვე თურქეთში თურქოლოგიის ცენტრებია „თურქეთის საისტორიო საზოგადოება“ (დაარსდა [[1931]]); „თურქეთის საენათმეცნიერო საზოგადოება“ (დაარსდა [[1932]]), სტამბოლისა[[სტამბოლი]]სა და [[ანკარის უნივერსიტეტი|ანკარის უნივერსიტეტები]]. თურქეთის ისტორიის შესწავლასთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა ხასიათის თურქული წყაროების პუბლიკაცია (ი. უზუნჩარშილი, ო. ბარქანი, თ. გოქბილგინი, ჰ. ინალჯიქი, ე. კარალი, ა. კურატი, მ. სერთოღლუ და სხვები).
 
== თურქოლოგია საქართველოში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქოლოგია“-დან