ელია წინასწარმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Elias041.jpg|thumb|ელია. 1683. [[ჟოზე დე რიბერა]]ს ნამუშევარი.]]
 
'''ელია''' ([[ებრ.]] אליהו, Eliyahu)- [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] [[წინასწარმეტყველი]]. ცხოვრობდა ჩვენსჩვ. წელთაღრიცხვამდეწ-მდე IX საუკუნეში.
 
== ამქვეყნიური ცხოვრება ==
ხაზი 47:
ელია და [[ენუქ წინასწარმეტყველი|ენუქ]] წინასწარმეტყველნი ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას თავისი უმთავრესი მისიის აღსასრულებლად და ხორციელი სიკვდილის მისაღებად. ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში უფალი მათ იერუსალიმში მიავლენს, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე. საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.
 
[[სურათი:SaintIliaFromRilaMonastery.jpg|thumb|left|წმინდა ელია გამოქვაბულში (ქვემოთ) და ცეცხლის ეტლზე. ფრესკა [[რილას მონასტერი]]დან. [[ბულგარეთი]]. შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ტრადიცია. განახლებულია მეოცე საუკუნეში.]]
 
იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო შემდეგს ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა, ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაი მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად, და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაი დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა“ (გამოცხ. 11,3-7,11-12).
 
[[სურათი:Elijah.jpg|thumb|left|ელია წინასწარმეტყველის რუსული ხატი. მე-18 საუკუნე.]]
 
წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით შემდეგი სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაით მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა“ (ზაქარია 4,3-4,14). წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში“ (11,24) წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს.
Line 63 ⟶ 61:
მაგალითად, ხორციელის კვირაში საკითხავ სვინაქსარში ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი (ანტიქრისტე) ღვთის მსახურად. ის კი დასტანჯავს მათ და თავებსაც წარჰკვეთს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რათა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!“ ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა“.
 
[[სურათი:Icon 03051 Ilya prorok s uchenikom.jpg|thumb|left|აღმოსავლური მართლმადიდებლური ხატი ელია წინასწარმეტყველისა, გამოსახული მოწაფესთან ერთად.]]
 
სვინაქსარში (20 ივლისი) ვკითხულობთ: წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არმაედ როგორც წმიდა მოწამეც“.
Line 74 ⟶ 72:
 
ეტყვიან კაცნი ენოქსა და ელიას: „რატომ ემადლიერებიან ანტიქრისტეს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ბეჭედი?“ - მაშინ მიუგებენ მათ ენოქ და ელია: „დიახ, ემადლიერებიან, მაგრამ ვინ არიან მისი მადლიერნი? (ანუ ვინ ჰმადლობს მათ ბაგით?). ადამიანები კი არ უხდიან მას მადლობას, არამედ მარტოდენ თავად ბეჭედი (ანუ ბოროტება, რომელიც გაბატონდება ადამიანებზე, მათივე ბაგით გამოხატავს შექცევასა და სიხარულს, რამეთუ მან მოასწრო და დაღუპა ისინი, როგორც ეს იციან ხოლმე ავკაცებმა, რომლებიც ჩადენილი სივერაგის გამო დღესასწაულობენ და ხარობენ).
 
[[სურათი:Elijah.jpg|thumb|left|ელია წინასწარმეტყველის რუსული ხატი. მე-18 საუკუნე.]]
 
და რა არის მათი მადლიერება? მათი მადლიერება არის ის, რომ მათში ჩაბუდდა სატანა, განსხეულდა ადამიანის გრძნობაში და ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს.
ხაზი 84:
 
ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ღირსშესანიშნავი რამ, რაც უნდა მიეწეროს ამ წმიდა წინასწარმეტყველთა ქადაგების ძალას, მათს საკვირველ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, - მოხდება ის, რომ ანტიქრისტეს თანამედროვე იუდეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცევა და ქრისტეს შეუდგება. ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილაქტე წერს: „ელია... მოვა როგორც წინამორბედი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, და ჭეშმარიტ რწმენას ქრისტესას დაუბრუნებს ყველა ებრაელს, ვინც კი მდაბალი და მორჩილი აღმოჩნდება, და მამათა მემკვიდრეობას დაუბრუნებს მათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ“.
 
[[სურათი:BambergApocalypseFolio027v2ProphetsAndBeastFromAbyss.JPG|thumb|აპოკალიფსის ორი წინასწარმეტყველი. მე-11 საუკუნე.]]
 
საფუძველს ამგვარი მტკიცებისათვის ვპოულობთ თვით საღმრთო წერილში, სადაც შემდეგია ნაწინასწარმეტყველები:
Line 98 ⟶ 100:
 
ვლ. სოლოვიოვს, რომელიც ცდილობდა, წმიდა ელიასა და ენუქის ამქვეყნად მოვლინებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება საღმრთო წერილისა იგავურად, არაპირდაპირი მნიშვნელობით განემარტა, უნებლიეთ უნდა შეეცოდა უფლის ამ ორი მოწამის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დიდი მოვლენის - ქრისტესადმი ისრაელის „ნეშტის“ მოქცევის ახსნა-განმარტებაშიც (იხ. მისი ესქატოლოგიური შრომა - „სამი საუბარი“, თავი - „სიტყვა ანტიქრისტეზე“). მისი ინერპრეტაციით, როცა იუდეველები შეიტყობენ, ჩვენს მიერ ჭეშმარიტ მესიად მიჩნეული კაცი (ანუ ანტიქრისტე) წინადაცვეთილი არ არისო, ისინი ზურგს შეაქცევენ მას, უარყოფენ და ქრისტიანობას მიიღებენო. თუკი ეს ვარაუდი - ანტიქრისტეს წინადაუცვეთელობა - მართლაც ნამდვილი აღმოჩნდება, ფანატიკურად განწყობილ იუდეველებს იგი მხოლოდ იმას აიძულებს, რომ იარყონ ასეთი „მესია“, ანუ ანტიქრისტე, და სხვას, მესიისათვის უფრო შესაფერ კანდიდატს დაუწყონ ლოდინი. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამბავი, ანუ მომავალი ანტიქრისტეს შესაძლო წინადაუცვეთელობა, გახდეს იმის მიზეზი, რომ იუდეველებმა უარი თქვან თავიანთ ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე და ქრისტეს რწმენა შეიძინონ. განა აქამდე იუდეველთა ისტორიაში მრავლად არ ყოფილან მესიის წოდების მისაღებად ამაოდ გარჯილი პრეტენდენტები, რომელნიც წინამძღვრობდნენ რომის წინააღმდეგ აღძრულ აჯანყებებს?! ასეთი „მესიანი“, დიახაც, რომ ჰყოლია ისრაელს, მაგრამ შემდგომი იმედის გაცრუება არასოდეს არ აიძულებდა იუდეველებს უარეყოთ თავიანთი რწმენა, თავიანთი იდეოლოგია, და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად ქრისტიანობა ეღიარებინათ.
 
[[სურათი:Revelation 11 THE TWO WITNESSES.JPG|thumb|left|''ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა და რომელსა უნდეს ვნებად მათდა...'']]
 
ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, როგორიც არის, უფრო სწორად, როგორიც იქნება უფლის მეორედ მოსვლის წინ იუდეველთა ნაწილის („ისრაელის ნეშტის, დაშთომილის“) საკვირველი მოქცევა ქრისტესადმი, მთლიანად შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ უფლის ორი დიდი წინასწამეტყველის - ელიასა და ენუქის ქადაგების ზემოქმედებით; ისინი ხომ სამნახევარი წლის მანძილზე დაუფარავად ამხილებენ ანტიქრისტეს და დიდი ღვთაებრივი ძალითაც იქნებიან შემოსილნი, ამასთან, უდიდესი ზეგავლენა ექნება მათს მოწამეობრივ აღსასრულს, სასწაულებრივ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, რისი მოწმენიც სწორედ ისრაელში მცხოვრებნი გახდებიან. როგორც ვნახეთ, ამასვე გვიდასტურებს საღმრთო წერილიც, რომლის ზემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველებანი „ისრაელის ნეშტის“ მოქცევას ქრისტეს რწმენაზე სწორედ ელიასა და ენუქის მოღვაწეობას მიაწერენ.
Line 105 ⟶ 109:
== გამოყენებული ლიტერატუტა ==
 
*საბავშვო ბიბლია, გვ. 192-204197.