ნაძვნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნაძვნარი''', ნაძვის წმინდა და შერეული კორომი (ტყე). გავრცელებ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''ნაძვნარი''', [[ნაძვი]]ს წმინდა და შერეული კორომი (ტყე). გავრცელებულია [[ევროპა]]ში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. [[საქართველო]]ში ნაძვის წმინდა კორომები შედარებით იშვიათია, უფრო ხშირია შერეულ ნაძვბარები, სადაც ნაძვთან ერთად იზრდება [[კავკასიური სოჭი]], [[კავკასიური კაუჭა ფიჭვი]], [[წიფელი]], [[რცხილა]] და სვასხვა. საქართველოსათვის დამახასიათებელია ნაძვნარები კოლხური ქვეტყით (შქერით, წყავით, ჭყორით, მოცვით), ბალახოვანი საფრით და ხავსით. ეს ტყეები მეტწილად ნაირხნოვანია, იშვიათად ერთხნოვანიც. მაღალი წარმადობის კორომები ნაძვისა და სოჭის სარტყელშია, ზღვის დონიდან 1500-1800 მ-ზე (სვანეთში, აფხაზეთში, [[აჭარა]]ში, [[რაჭა]]ში, ბორჯომის ხეობაში). მაღალი ბონიტეტის ნაძვნარები ჰა-ზე 800-1000 და ზოგჯერ 1500<sup>3</sup> მერქანს იძლევა, რომელიც გამოირჩევა კარგი ფიზიკური-მექანიკური თვისებებით და მრავალმხრივი გამოყენება აქვს წარმოებაში.
 
საქართველოში ნაძვნარებში, რომლებიც უმთავრესად მთის ფერდობებზეა გავრცელებული, დასაშვებია მხოლოდ სანიტარული და ნებითი ამორჩევითი ჭრა ისე, რომ ტყე ძალიან არ გამეჩხერდეს და არ დაიკარგოს საკურორტო, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ნაძვნარებში გავრცელებული მავნებლებიდან განსაკუთრებით საშიშია [[ექვსკბილა ქერქიჭამია]] და [[ნაძვის დიდი ლაფნიჭამია]].
ხაზი 5:
==ლიტერატურა==
* ''მანჯავიძე დ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 342, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ტყეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაძვნარი“-დან