ზღვისგველისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
== აღნაგობა ==
 
[[სურათი:Laticauda colubrina Lembeh2.jpg|left|thumb|ყვითელტუჩა ზღვის კრაიტი ([[Laticauda colubrina]])]]
აგებულებით ზღვის გველები მეტად წააგავენ [[ასპიტისებრნი|ასპიტებს]]. მათთვის დამახასიათებელია პატარა თავი, პატარა თვალები მრგვალი გუგებით. თავი დაფარულია დიდი ქერცლებით. სხეულის წინა ნაწილი მომრგვალო ფორმისაა, უკანა კი გვერდებიდან შებრტყელებული და ბოლოვდება ლასტისმაგვარი კუდით. გვერდითი ქერცლები, რომლებიც აუცილებელია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, ან გადაგვარებულია, ან თითქმის აღარ არსებობს. სხეული ზემოდანაც და მუცლის მხრიდანაც დაფარულია წვრილი ქერცლებით. მხოლოდ რამოდენიმე პრიმიტიულ სახეობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ხმელეთთან კავშინი, გააჩნიათ მუცლის ფარები რამოდენიმე რიგად. ნესტოები თავის ზედაპირიდან წამოწეულია, რაც საშუალებას აძლევს გველს, წყლიდან თავის ამოყოფის გარეშე, შეისუნთქოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ნესტოები შეიარაღებულია სპეციალური სარქველებით, რომლებიც, წყალში ჩაყვინთვისას, ხურავენ ნესტოებს. ზღვის გველებში ენას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მოკლეა. პირის ღრუს ლორწოვანში მოთავსებულია კაპილარული ქსელი, რაც გველებს საშუალებას აძლევს წყლიდანვე შთანთქონ ჟანგბადი. შხამიანი კბილები მოთავსებულია ზედა ყბის წინა ზედაპირზე, ცოტათი დახრილია უკან და აქვს შხამგამტარი მილი. ეშვების უკან მდებარეობს 1-18-მდე წვრილი კბილი. ეს გველები წარმოადგენენ მშვიდ არსებებს, რომელიც განსაკუთრებული გაღიზიანების გარდა, სხვა შემთხვევებში არ იკბინებიან. ამის გამო მეთევზეებს ბადეში გახლართული გველის ხელით გამოყვანისაც კი არ ეშინიათ.
 
ხაზი 30:
== გავრცელების არეალი ==
 
[[სურათი:Aipysurus laevis.jpg|thumb|წენგოსფერი ზღვის გველი ([[Aipysurus laevis]])]]
 
გავრცელებულნი არიან: [[წყნარი ოკეანე|წყნარი]] და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანეების]] ტროპიკულ ზღვებში, [[აფრიკა|აფრიკის]] აღმოსავლეთ ნაპირებიდან - [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკის]] დასავლეთ ნაპირებამდე. ჩრდილოეთით აღწევენ [[იაპონია|იაპონიამდე]]. ყველაზე დიდ რაოდენობით გვხვდებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და მალაის არქიპელაგის წყლებში. აქ ისინი ხშირად გვხვდებიან გროვებად. განსაკუთრებით გავრცელებულნი არიან ნაპირიდან 5-6 კილომეტრის რადიუსში. ზღვებში ნაპირიდან იშვიათად 50 კილომეტრის დაშორებითაც გვხვდებიან.
ხაზი 37:
== ქვეოჯახები ==
 
[[სურათი:Banded Sea Snake-jonhanson.jpg|left|thumb|ცისფერტუჩა ზღვის კრაიტი, რგოლისებრი ბრტყელკუდიანი ([[Laticauda laticaudata]])]]
 
ცნობილია ზღვის გველების 16 გვარი 50 სახეობით, აქედან 3 გვარს (14 სახეობით) აერთიანებენ ქვეოჯახში [[Laticaudinae]] (ბრტყელკუდიანები), ხოლო 13 გვარს (39 სახეობით) ქვეოჯახში [[Hydrophiinae]] (ლასტკუდიანები). Laticaudinae ქვეოჯახის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ კავშირი ხმელეთთან, ამიტომ განვითარების დონით Hydrophiinae-ზე დაბალ საფეხურზე დგანან.
ხაზი 50:
 
== საკვები ==
[[სურათი:Hydrophis cyanocinctus lores.jpg|left|thumb|ზოლებიანი ლასტკუდიანი ([[Hydrophis cyanocinctus]])]]
 
ზღვის გველების უმთავრეს საკვებს - [[თევზი|თევზები]] წარმოადგენს. ისინი მსხვერპლს უდარაჯდებიან, შემდგომ გარშემო შემოეხვევიან, შხამიან კბილებს ასობენ და ყლაპავენ.