ავლაბარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
[[სურათი:dadianis.jpg|thumb|300px|ხედი ავლაბარზე რიყედან]]
'''ავლაბარი''', თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს [[მტკვარი|მდ. მტკვრის]] მარცხენა მხარეს - [[რიყე (თბილისი)|რიყეს]], [[ჩუღურეთი|ჩუღურეთს]], [[ელია|ელიასა]] და [[ნავთლუღი|ნავთლუღს]] შორის. ამჟამად ისნის რაიონში. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში [[ისანი|"ისანი"]] ეწოდება. სიტყვა "ავლაბარი" XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა "ავლაბრის" პარალელურად "ისანი" შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო [[სოღდებილი]] და [[მეტეხი (უბანი)|მეტეხი]].
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი - ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე - თბილისის ანუ ქალაქის გალავანი - ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია [[მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი]], [[დარეჯან დედოფლის სასახლე]] - "საჩინო", [[ფორაქიშვილების დარბაზი]], რამდენიმე ეკლესია და სხვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.
|