კოლუმბიის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cy:Prifysgol Columbia
ხაზი 65:
 
===მორნინგსაიდ ჰაიტსი===
[[Image:ColumbiaUNYC1915.jpg|frame|მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის განაშენიანება 1915 წელს]]
1896 წელს უნივერსიტეტის რწმუნებულებმა ახალი სახელის "კოლუმბიის უნივერსიტეტი" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცეს და ამჟამად ეს დაწესებულება ოფიციალურად ცნობილია როგორც "Columbia University in the City of New York" (კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში). ამასთან, საინჟინრო ფაკულტეტს დაარქვეს "School of Mines, Engineering and Chemistry" (მაღაროების, ინჟინერიისა და ქიმიის სკოლა). ამ პერიოდში უნივერსიტეტის პრეზიდენტი სეთ ლოუს გადაწყვეტილებით კამპუსი ისევ გადაიტანეს, ამჯერად 49-ე ქუჩიდან მის თანამედროვე ადგილსამყოფელზე, რომელიც გაცილებით ვრცელი (და იმ პერიოდში უფრო სოფლის ტიპის) კამპუსი იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში. ამ ადგილას უნივერისტეტის გადმოსვლამდე ბლუმინგდეილის ფსიქიურად ავადმყოფთა თავშესაფარი მდებარეობდა. თავშესაფრის ერთ-ერთი შენობა, ზედამხედველთა კოტეჯი (ამჟამად ცნობილი როგორც ბუელის ჰოლი) დღესაც არსებობს.
 
შენობა, რომელსაც ხშირად უნივერსიტეტის ემბლების სახით გამოსახავენ, არის მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის ცენტრში - ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა. 1895 წელს აგებულ შენობას დღესაც ლოუს ბიბლიოთეკას უწოდებენ, თუმცა მან ამ დანიშნულებით ფუნქციონირება შეწყვიტა 1934 წელს. მასში ამჟამად განლაგებულია პრეზიდენტისა და პროვოსტის ოფისები, დამთვალიერებელთა ცენტრი, წრმუნებულთა დარბაზი და კოლუმბიის უსაფრთხოების განყოფილება. პართენონისა და პანთეონის მაგალითზე აგებულ შენობას უდიდესი გრანიტით ნაგები გუმბათი აქვს აშშ-ში.<ref>{{cite web|date=2002-07-30 | url = http://www.gs.columbia.edu/kevinmap/lowmemorial.htm | title = Low Memorial Library | accessdate = 2006-08-10}}</ref>
 
[[Image:Columbia low plaza 3old.jpg|thumb|left|[[ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა|კიბეები ლოუს ბიბლიოთეკის წინ]], დაახ. 1900 ]]
 
ლოუს შემდეგი პრეზიდენტი ნიკოლას მიურეი ბატლერის ხელმძღვანელობით კოლუმბია სწრაფად გახდა ქვეყნის წამყვანი კვლევითი დაწესებულება. მის მიერ დანერგილი "მულტივერსტიტეტის" მოდელს შემდგომში მრავალი უნივერსიტეტი ნერგავს. მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსზე კოლუმბიამ თავი მოუყარა კოლეჯს, იურიდიულ ფაკულტეტს, სამაგისტრო ფაკულტეტებს, მაღაროების სკოლას (მოგვიანებით საინჟინრო ფაკულტეტი) და ექიმთა და ქირურგთა კოლეჯს. ბატლერს კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტი ოთხ ათწლეულს ეკავა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ნობელის ლაურეატი). მისი დანერგილია მრავალი ინოვაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პრაქტიკაში, მათ შორის ცენტრალიზებული აკადემიური ურთიერთობები, რეგისტრარების, დეკანების, პროვოსტებისა და მდივნების პირდაპირი დანიშვნა, ასევე პროფესიონალიზებული საუნივერსიტეტო ბიუროკრატიის ჩამოყალიბება, რასაც იმ პერიოდის უნივერსიტეტებში პრეცენდენტი არ მოეპოვებოდა.
 
1893 წელს დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტამბა "ეკონომიკური, ისტორიული, ლიტერატურული, სამეცნიერო და სხვა დარგების შესწავლის წახალისებისთვის; და ამ დარგებში ორიგინალური კვლევების მომცველი სამეცნიერო ნამუშევრების პუბლიკაციების წასახალისებლად." სტამბის პუბლიკაციათა შორისაა "კოლუმბიის ენციკლოპედია" (1935).
 
==განათლება==