აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: de
No edit summary
ხაზი 7:
==ისტორია==
===ტერიტორიული დანაწილება===
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას - კოდორსა და ღალიძგას შუა ([[აბჟუა]]), ყვაპუს - დალიძგისა და ენგურს შუა, რომელსაც შემდეგში [[სამურზაყანო]] ეწოდა (სახელწოდება წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). ფორმალურად აფხაზეთის სამთავრო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოში]] შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მტავარიმთავარი (აფხაზურად - აჰ). მისი რეზიდენცია იყო სოფ. [[ლიხნი|სოფ. ლიხნში]]. აფხაზეთის სამთავრო იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდინარე ბზიფსა და გუმისტას შორის), რომელიც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართულად ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდინარე გუმისთასა და კოდორს შორის), [[აბჟუა]] (მდინარე კოდორსა და დალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდელი გალის რაიონი) და წაბალდალი (წებელდის მხარე).
 
გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მტავრისმთავრის საგვარეულოს (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში - თავადი მარშანია. მტავრისმთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორებად, რომელთა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა.
 
===კლასობრივი დანაწილება===
მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მათ შორის ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვა. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მტავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდალურ ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რომელსაც ''კიარაზი'' ეწოდებოდა. მტავრისმთავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, "ნებაყოფლობითი" საჩუქრები და სხვა.
 
XVI-XVIII საუკუნეებში აფხაზეთი საზოგადოება იყოფოდა ორ ძირითად კლასად: ფეოდალებად (თავადები, აზნაურები) და გლეხებად. გლეხთა კლასი შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: [[ანხაიუ]], [[ამაწურასგუ]], [[ახოიუ]] და [[ახაშალა]]. გლეხობა კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა: უარს ამბობდა გადასახადების გაღებაზე, გარბოდა "უკეთეს" ბატონთან, კლავდა ფეოდალს. უფრო იშვოათადიშვიათად გლეხები კოლექტიური პროტესტებითაც გამოდიოდნენ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა იყო მთიელი აფხაზების თანდათანობითი ჩამოსახლება მთისძირა და ზღვისპირა ზოლში. ამის შედეგად თავისუფალ გლეხთა ფენა იყრდებოდა, ფეოდალური წყობილება რამდენადმე სუსტდებოდა და ერთგვარ პატრიატქალურ ელფერს იღებდა.
 
==ეკონომიკა==
ხაზი 35:
*[[აფხაზთა სამეფო]]
 
{{საქართველოს ისტორია}}
{{ესკიზი}}
 
[[კატეგორია:აფხაზეთი]]