ორლებნიანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =ორლებნიანნი | სურათის ფაილი = | სურათის წა...
 
No edit summary
ხაზი 17:
'''ორლებნიანნი''' (Dicotyledoneae, Dicotyledones ან Magnolitae), [[ფარულთესლოვნები|ფარულთესლოვან]] მცენარეთა კლასი. ახასიათებს ორი მოპირისპირელებნიანი ჩანასახი, რგოლურად განლაგებული ჭურჭელბოჭკოვანი კონები, მთლიანი ან განკვეთილი ფოთლის ფირფიტა ბადისებრი დაძარღვით, 5- ან 4-წევრიანი ყვავილი, მერქანსა ([[ქსილემა]]) და [[ლაფანი|ლაფანს]] (ფლოემა) შორის მოთავსებული წარმომქმნელი ქსოვილი — [[კამბიუმი]], რომელიც განაპირობებს ღეროს ზრდას სისქეში. ორლებნიანნი ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასია, აერთიანებს 175 000 სახეობას (350—360 ოჯახი).
 
[[საქართველო]]ში გავრცელებულია 108 ოჯახის 726 გვარის 3000-მდე სახეობა. ორლებნიანნთაორლებნიანთა ვეგეტატიური და რეპროდუქციული ორგანოების მრავალგვარობა ართულებს ნათესაური კავშირის დადგენას ამ კლასის რიგებსა და ოჯახებს შორის. ორლებნიანნთაორლებნიანთა წინაპრები, მათი წარმოშობის დრო და ადგილი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. კლასს ხშირად ყოფდნენ ორ ან სამ ქვეკლასად. უკანასკნელ ხანს უფრო ბუნებრივად მიაჩნიათ ამ კლასის დაყოფა 6 ქვეკლასად. ორლებნიანნთაორლებნიანთა კლასში ერთიანდება [[წიფლისებრნი|წიფლისებრთა]], [[თხილისებრნი|თხილისებრთა]], [[ბაიასებრნი|ბაიასებრთა]], [[მაგნოლიასებრნი|მაგნოლიასებრთა]], [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]], [[პარკოსანნი|პარკოსანთა]] და ბევრი სხვა ოჯახი, რომელთაც განეკუთვნება კულტურული მცენარეთა უმრავლესობა, ადამიანისა და საქონლის საკვები, სამკურნალო, ტექნიკური, ეთერზეთოვანი, მთრიმლავი, საღებავი და [[დეკორატიული მცენარეები]].
==ლიტერატურა==
*''ღვიანიძე ზ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 578, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლებნიანნი“-დან