ჭარები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭარები''', სოფელი საქართველოში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქარ...
 
No edit summary
ხაზი 3:
მდებარეობს მდინარეების [[პატარა ლიახვი]]სა და [[მეჯუდა|მეჯუდის]] წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. [[ჭარებულა|ჭარებულის]] (მეჯუდის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1200 მ, ქ. [[ცხინვალი]]დან 15 კმ. სოფელი ორ ნაწილად — ზემო და ქვემო ჭარებად იყოფა.
 
ჭარები მოხსენიებულია [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს „აღწერა სამეფოთასამეფოსა საქართველოში“ როგორც „ლაფაჩი“ (სოფელში შემორჩენილია გვარი ლაფაჩი). სოფელი ძლიერ დააზიანა 1991 წ. მიწისძვრამ. 1992 წლიდან მოქცეულია ე.წ. [[ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა]]ში; გარემოცულია ოსური სოფლებით. 2008 წ. აგვისტოს [[რუსეთ-საქართველოს ომი|რუსეთ-საქართველოს ომამდე]] პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ. საქართველოს კანონმდებლობით, ამჟამად, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაა.
 
სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XIII-XIV სს. ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი [[ბაზილიკა]]. შუა ნავი გვერდის ნავებზე მნიშვნელოვნად მაღალია. ინტერიერში სვეტების ორი წყვილია, რომლებზედაც ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მომრგვალო სათავსია, რომელიც კარით უკავშირდება [[საკურთხეველი|საკურთხეველს]]. საკურთხევლის [[აფსიდი]] შიგნით ნახევარწრიულია, გარედან — ხუთწახნაგა. შესასვლელი სამია — დას., სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. სამხრეთის კარის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე იყო მიშენებული. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთა გათლილი მუქი წითელი ფერის ქვით. ფასადებზე შემორჩენილია მორთულობის ფრაგმენტები. შუა ნავის კამარა ჩამოქცეულია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭარები“-დან