ნიკოლოზ ჭავჭავაძე (გენერალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორია
ორთოგრაფია
ხაზი 1:
'''ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე''' (დ. [[22 ოქტომბერი]], [[1830]], [[ყვარელი]] — გ. [[9 მარტი]] [[1897]], [[თბილისი]], დაკრძალულია ყვარელში) — თავადი, [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] არმიის კავალერიის გენერალი (1880).
 
სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წ. [[ქართული მილიცია|ქართულ მილიციაში]], რომელიც იცავდა [[კახეთი|კახეთს]] [[შამილი]]ს რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის 1849 წელს წმ. გიორგის ჯვარი მიიღო იმპერატორისგან. 1850 წლის 23 აპრილს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს. 1853-56 წლებში [[ყირიმის ომი|ყირიმის ომში]] მონაწილეობდა: იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 1859 წ., [[დაღესტანი|დაღესტნის]] დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წ. მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი [[განჯა|განჯის]] სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78 წწ.) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და [[ჩეჩნეთი|ჩეჩნეთში]] აჯანყებამ იფეთქა და ჭავჭავაძე კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით ჭავჭავაძემ მოახერხა აჯანყების ჩაქრობა. 1880 წ. დანიშნეს დაღესტნი სამხედრო გუბერნატორად. დაჯილდოვებული იყო წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარიხსისხარისხის (1859) და წმ. ანასა და წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის (1861) ორდენებით.
 
== ლიტერატურა ==