წონის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ბმული
ხაზი 3:
აღმოაჩინეს და სწავლობდნენ 1958-1961, 1965, 1968 (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), 1977-1978 (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია 20 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 4,5 მ). აშელური ხანის ზედა ფენაში ნაპოვნია სხვადასხვა დამზადებული ქვის ნივთი (მათ შორის ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკ-საჭრელები, წალდისებრი იარაღი და კლივერი). აშელური ხანის II ფენაში ძირითადად ნაპოვნია ანატკეცები. წონის მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილი ქვის ნაწარმი განეკუთვნება ლევალუაზურ, ლამელურ ინდუსტრიას და ჯრუჭულის, [[კუდარო]] I-II, ხვირათის ძეგლებთან ერთად გარკვეულ ჯგუფს ქმნის. მეზოლითური ხანის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზურგდაბლაგვებული (გრავეტის ტიპის) დანები.
 
აშელური, მუსტიეური და მეზოლითური ნასახლარი მონადირეთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წონის [[მღვიმის ფაუნა]] ქვეწარმავალთა და ცხოველთა 22 სახეობითაა წარმოდგენილი. გამოვლინდა მგლის, ტურის, მღვიმის დათვის, მღვიმის ლიმოს, [[ღორი]]ს, ირმის, [[კავკასიური ჯიხვი]]ს, ცხვრის, ბიზონის და სხვა ნაშთი. წონის მღვიმის ფაუნასათვის დამახასიათებელია ცივი ჰავის მოყვარული ცხოველების არარსებობა. აშელური ფენები წარმოქმნილია რის-ვიურმის გამყინვარებათაშორისო ეპოქის დასაწყისში ან რისის გამყინვარების რომელიღაც პერიოდში. მუსტიეური ფენა ვიურმია I ნახევარს განეკუთვნება. მეზოლითური ფენის წარმოქმნა პოლოცენის ეპოქაში უნდა მომხდარიყო.
 
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წონის_მღვიმე“-დან