დომენტი IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''დომენტი IV''' (ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატოინი) (― † [[1741]]), აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1705-41, [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI-ის]] ძმა, მწიგნობარი. 1705/8 ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში. 1707 ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათალიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათალიკოსო კახური სამფლობელოებიც. [[1710]] კახეთის მეფეს [[დავით II, იმამყული-ხანი |დავით II-ს (იმამყული-ხანი)]] დააწერინა საკათალიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი. 1712-14 მხარს უჭერდა ირანში მყოფ ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ არ გაუმართლდა. [[1723]], თბილისში ოსმალების შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორის ციხეში, იქიდან კი ქსნის საერისთავოში. თბილისის გამგებელმა [[იესე]]მ (ალიყული-ხანი) კათალიკოსად [[ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი)| ბესარიონი]] დანიშნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ დომენტი IV დააბრუნეს. [[1725]] დომენტი IV ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათალიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. [[1727]] დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. [[1739]] ნოემბერში ქართლში დაბრუნდა. დომენტი IV-ის ლიტერატურული-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დომენტი IV-მ შეკრიბა ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსარული სახისა, და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია [[1713]] გადანწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ., ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და [[1719]] საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში, შეადგინა სადღესასწაულოს ახალი რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა [[ილარიონ ქართველი | ილარიონ ქართველისა]] და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულებების მეორე ნაწილი. დომენტი IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა [[მცხეთა | მცხეთის]] სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხვა ეკლესიების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები.
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომენტი_IV“-დან