ბიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბიტი''' (bit) — არის რიცხვთა [[ორობითი სისტემა|ორობით სისტემაში]] გამოყენებული [[ციფრი]], რომლის შესაძლო მნიშვნელობებია 0 ან 1. ორობით სისტემაში რიცხვის ჩაწერა ხდება ნულისა და ერთიანებისაგან შემდგარი მწკრივის საშუალებით. ორობით რიცხვში გამოყოფენ თანრიგებს. მაგ. 0110110101101101–ში თანრიგის მდგომარეობა გვიჩვენებს მის მნიშვნელობას, ანუ 2–ის შესაბამის ხარისხს. მარჯვენა კიდური თანრიგი უმცირესი მნიშვნელობისაა, მარცხენა კიდური — უდიდესი. ხშირად ბიტებს [[ბაიტი|ბაიტებად]] აერთიანებენ და ბიტების ჩაწერის თანამედროვე ფორმაც ამას ეფუძნება. რვა ბიტად გაერთიანებულ ბაიტში (მაგ. 11101100) ზოგჯერ მარცხენა კიდური თანრიგი გამოიყენება როგორც ნიშნითი.
 
 
== ისტორია ==
 
სიტყვა "ბიტი" პირველად [[კლოდ ელვუდ შენონი|კლოდ ელვუდ შენონმა]] პირველად 1948 წელს გამოიყენა თავის შრომაში "კომუნიკაციის მათემატიკური თეორია". მან ამ სიტყვის წარმოშობა ჯონ ტიუკის მიაკუთვნა, რომელსაც შენონის ცნობით ორი ინგლისური სიტყვა "binary digit" პირველს შეუკვეცავს და მიუღია "bit".
1 561

რედაქტირება