გიორგი-მალაქია აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი: ტექსტის ავტომატური შეცვლა (-კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები +[[კატეგორია:ქ
No edit summary
ხაზი 4:
|}</small>
 
'''გიორგი-მალაქია პაატას ძე აბაშიძე''', იგივე ''გიორგი V'' (გ. [[15 ოქტომბერი]], [[1722]]), XVII-XVIII საუკუნეებშისაუკუნეების [[იმერეთის სამეფო | იმერეთის სამეფოს]] პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის ფაქტობრივი მეფე 1701-1707 წწ.

პირველად იხსენიება 1658-1676 "საფიცის წიგნში". აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით [[1684]] საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართორბას შეუდგა: ხელთ იგდო თავად [[ჩხეიძეები|ჩხეიძეთა]] ციხე-ქალაქი [[შორაპანი]], მიითვისა მეფის სახასო მამულები [[ზემო იმერეთი|ზემო იმერეთში]], [[აგიაშვილები|აგიაშვილებს]] წაართვა ციხისთავობა და [[ცუცხვათის ციხე]]. 1701-1707 იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსაც]] შეუწყვიტეს ხარკის მიცემა. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და "საფასით" გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. [[1700]] მისივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]]. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალთა გამეფებულ [[გიორგი VI, იმერეთის მეფე | გიორგი VI-ს]] და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. [[1711]] აბაშიძე ქართლის ჯანიშინს [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები [[თბილისი | თბილისში]] გაატარა. დაკრძალულია [[კაცხი|კაცხში]], მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.
 
==ლიტერატურა==