სიმონ დე ბოვუარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის af:Simone de Beauvoir
ხაზი 48:
===ანგაჟირებული მწერალი===
[[Image:Beauvoir Sartre - Che Guevara -1960 - Cuba.jpg|thumb|right|350px|შეხვედრა [[კუბა]]ში, [[1960]] წ. სიმონა დე ბოვუარს, [[ჟან-პოლ სარტრი|ჟან-პოლ სარტრსა]] და [[ჩე გევარა]]ს შორის.]]
 
[[ჟან პოლ სარტრი|სარტრთან]], [[რეიმონ არონი|რეიმონ არონთან]], [[მიშელ ლეირისი|მიშელ ლეირისთან]], [[მორის მერლო-პონტი]]სთან, [[ბორის ვიანი|ბორის ვიანთან]] და კიდევ რამდენიმე მემარცხენე ინტელექტუალთან ერთად ბოვუარმა დააარსა გაზეთი Les temps modernes, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით გაევრცელებინა [[ეგზისტენციალიზმი]]ს თეორია.
 
ბოვუარმა ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც გაიცნო [[ფიდელ კასტრო]], [[ჩე გევარა]], [[მაო ძედუნი]] და სხვა ცნობილი კომუნისტი მოღვაწეები. აშშ-ში მას რომანი ჰქონდა ამერიკელ მწერალთან, [[ნელსონ ალგრენი|ნელსონ ალგრენთან]], რომელსაც 300-ზე მეტი წერილი მიწერა.
 
[[1949]] წელს სიმონა დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა ''მეორე სქესის'' გამოქვეყნებამ. წიგნი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა პირველივე კვირაში. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ [[ვატიკანი|ვატიკანმა]] გაკიცხა კიდეც. თანამეროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით ბოვუარი გახდა [[ფემინიზმი]]ს მთავარი ფიგურა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და [[აბორტი]]ს შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.
 
[[1954]] წელს მან [[გონკურის პრემია]] მიიღო ''მანდარინებისთვის'', სადაც მსოფიო ომის შემდგომი პერიოდის ფონზე, წარმოსახული პერსონაჟების მიღმა ავტორისა და ნელსონ ალგრენის ურთიერთობაა წარმოდგენილი. ალგენი ვრ ურიგდებდა ბოვუარის ურთიერთობას სარტრთან, ქალს კი არ სურდა ამ ურთიერთობის გაწყვეტა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
 
[[1964]] წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ''ტკბილი სიკვდილი'', სადაც დედამისის გარდაცვალებას აღწერს. სარტრის აზრით ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია. ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორცაა [[ევთანაზია]] და ა.შ. ამ ტრაგიკულ წუთებში მას მხარში ედგა ახალგაზრდა სტუდენტი და ფილოსოფოსი, სილვია ლე ბონი. ბუდნოვანია თუ რა ურთერთობა აკავშირებდა ამ ორ ქალს: დედა-შვილური, მეგობრული თუ სასიყვარულო. საბოლოოდ სილვია მისი შვილობი და მთელი მისი ლიტერატურული და მატერიალური ქონების მემკვიდრე გახდა.
 
ბოვუარმა დიდი როლი ითამაშა ქალებისთის აბორტის უფლების აღიარებაში. მასვე ეკუთვნის [[343-ის მანიფესტი]].
 
[[1980]] წელს სარტრის გარდაცვალების შემდეგ მან გამოაქვეყნა ''დამშვიდობებათა ცერემონია'' სადაც დეტალურად აღწერა თავის კომპანიონის უკანასკნელი ორი წელიწადი.
 
სიმონა დე ბოვუარი გარდაიცვალა [[1989]] წელს, პარიზში. დაკრძალვა ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორც სარტრის, განსაკუთრებული პატივი მიაგეს მთელი მსოფლიოს ქალებმა. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში, ჟან-პოლ სარტრის გვერდით. დაკრძალვისას სიმონა დე ბოვუარს თითზე ნელსონ ალგრენის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა.
 
==თეორია==