მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მხარგრძელები''', დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეები...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მხარგრძელები''', დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. მათი აღზევება დაიწყო გიორგი III-ის კარზე დემნა უფლისწულის ამბოხების (1177) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები თამარის და მისი მემკვიდრეების ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს. სამეფო კარზე არსებული 6 უხუცეს-ვაზირის „ჴელიდან“ — ამირსპასალარისა, მანდატურთუხუცესისა, ათაბაგისა და მსახურთუხუცესისა და — მხარგრძელებსა და მათ საგვარეულო განშტოებათა წარმომადგენლებს ეპყრათ. მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყუვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი (ლორე-რტაშირი, გაგი, თმოგვი, კაენი, შამქორი), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი (ანისი, დვინი, ბიჯნისი, გელაქუნი, ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, მაწნაბერდი, ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში - ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) - ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში ვასპურაკანის ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქსემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები - ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.
 
გარდა სამემკვიდრეო მამულებისა, მხარგრძელებს ჰქონდათ აგრეთვე მეფის მიერ საკარგავად (ე. ი. სამსახურის პირობით, პირად მფლობელობაში) მიცემული მიწები, მაგ. ზაქარიას თამარ მეფემ საკარგავად უბოძა სახელმწიფო ქალაქი რუსთავი.
 
მხარგრძელებთა საგვარეულო მონასტრები იყო ახპატი (პღნძჰანქი), სანაინი, ქობერი, ჰნევანქი, კოში და სხვა.
 
ქართულ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება (ნ. ბერძენიშვილი), რომ შემოერთებულ სომხურ თემებს მხარგრძელები განაგებდნენ როგორც ერისთავთერისთავები, წყაროებით არ დასტურდება. ასე არ დასტურდება სომხურ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება რომ თითქოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ისტორიულ სომხეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საქართველოს მფარველობის ქვეშ ჩამოყალიბდა ვასალური სომხეთის ავტონომიური სახელმწიფო, რომლის მთავრები იყვნენ ზაქარიდები [ლ. ბაბაიანი, ჰ. არუთინიანი, ჰ. სამველიანი, ლეო (ა. ბაბახანიანი) და სხვები], რომ „მხარგრძელე“ იყო მხოლოდ თამარის ამირსპასალარის — სარგისის ზედწოდება და არა გვარი და რომ ამ საგვერეულოს ეწოდება არა მხარგრძელები, არამედ — „ზაქარიდები“ (ა. შაჰნაზარიანი, ს. ერემიანი და სხვები) . არ არის აგრეთვე მართებული ამ გვარსახელის თარგმნა რუსულად, ან სომხურად (რუს. დოლგორუკი, სომხ. ერკაჲნაბაზუკი). მხარგრძელები გვარი იყო და ასე იწოდებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელი (მოყოლებული ზაქარია ამირსპასალარის პაპიდან — ზაქარია I-იდან) XII-XIV საუკუნეებში როგორც ქართული, ისე სომხურ წყაროებში.
 
XII საუკუნის ბოლოდან მხარგრძელები გვარით (მხარგრძელი) , ენით, კულტურით, დამწერლობით, სარწმუნოებით ქართველები არიან. მათი წინაპრები კი ქართველები და ამიერკავკასიის მკვიდრნი არ ყოფილან.
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან